11 დეკემბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, გლობალური ხარვეზის შედეგად Meta-ს აპლიკაციები, მათ შორის Facebook, Instagram, WhatsApp და Threads, შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნებში იუწყებიან, რომ ანგარიშებზე შესვლისას პრობლემა აქვთ და ზოგიერთ შემთხვევაში აპლიკაციებში ლაგი აღინიშნება. Meta-ს გუნდს ჯერ არ განუახლებია დეტალური ინფორმაცია სერვისის აღდგენაზე, თუმცა პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
© შენი სტარტაპი · shenistartup.ge · სარედაქციო სტანდარტები: მეთოდოლოგია · პერსონალური მონაცემები: დაცვის პოლიტიკა · ამ სტატიაში შეცდომის შეტყობინება: editor@shenistartup.ge

