2024 წელს საქართველოში ავეჯის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ავეჯის ექსპორტის საერთო მოცულობამაც საგრძნობლად მოიმატა, თუმცა, ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის დიდი ნაწილი რეექსპორტია, რაც ადგილობრივი წარმოების მცირე წილს აჩვენებს.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ 172.2 მილიონი დოლარის ღირებულების ავეჯი შეიძინა, რაც 11.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2019-2024 წლებში ავეჯის იმპორტის ზრდის ტენდენცია შემდეგნაირია:
- 2021 წელი – $90.6 მლნ;
- 2022 წელი – $121.4 მლნ;
- 2023 წელი – $154.3 მლნ;
- 2024 წელი – $172.2 მლნ;
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს თურქეთი და ჩინეთი საქართველოსთვის ავეჯის ძირითადი მიმწოდებლები იყვნენ. უმეტესად იმპორტირებულია ხის, ლითონის, ბამბუკის და სხვა მასალებისგან დამზადებული ავეჯი, რომელიც იყოფა ორ ძირითად კატეგორიად: 9401 – დასაჯდომი ავეჯი და 9403 – დანარჩენი ავეჯი.
ავეჯის იმპორტის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნების რეიტინგი 2024 წელს შემდეგნაირია:
1. თურქეთი – $64.9 მლნ;
2. ჩინეთი – $39.5 მლნ;
3. იტალია – $17.4 მლნ;
4. ბულგარეთი – $6.4 მლნ;
5. უკრაინა – $3.8 მლნ;
6. რუსეთი – $3.6 მლნ;
7. გერმანია – $3.5 მლნ;
8. ჰონკონგი – $2.9 მლნ;
9. ბელარუსი – $2.8 მლნ;
10. პოლონეთი – $2.6 მლნ;
ამავდროულად, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე 17.5 მილიონი დოლარის ღირებულების ავეჯი გავიდა, რომლის ნახევარი, ანუ 8.8 მილიონი დოლარი, რეექსპორტია. ექსპორტი 152%-ით გაიზარდა.
საქართველოს ექსპორტირებული ავეჯის ძირითადი ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანი იყვნენ. საექსპორტო ქვეყნების ტოპ-5 ასე გამოიყურება:
1. სომხეთი – $9.1 მლნ;
2. აზერბაიჯანი – $6 მლნ;
3. პოლონეთი – $825 ათასი;
4. აშშ – $263 ათასი;
5. რუსეთი – $247 ათასი;
ავეჯი ასევე მცირე რაოდენობით ექსპორტირდება იტალიაში, კანადაში, ბელარუსში და სხვა ქვეყნებში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები