ხუთშაბათი, იანვარი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგანათლება/ჯანდაცვა/სასწავლო ცენტრი/ტრენინგისამმხრივი მემორანდუმი ჟენევაში — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო...

სამმხრივი მემორანდუმი ჟენევაში — ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია ახალ პროგრამას იწყებენ

ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება გულისხმობს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ დაწყებას 2025 წლის შემოდგომიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ნაკადს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

სამმხრივ მემორანდუმს ხელი საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ მოაწერეს.

ეს იქნება პირველი ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  საქსტატი - მე-3კვარტალში საქართველოში 3 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები