საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, Moody’s-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ პოზიციას. როგორც Moody’s მიიჩნევს, საქართველოს ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობის შენარჩუნებას ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას.
ანგარიშში, ასევე, ხაზგასმულია, რომ საბანკო სექტორი მდგრადია, რაც აისახება მის მომგებიანობასა და კაპიტალისა და ლიკვიდურობის საიმედო მაჩვენებლებში, ეს კი ხელს უწყობს შოკების შემთხვევაში ბუფერების არსებობას,“ – ნათქვამია ანგარიშში.
Moody’s-ი ვარაუდობს, რომ საქართველო 2025 წელს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს, ხოლო ვალი 2024-2026 წლებში სტაბილურ დონეზე, 35-36%-ზე იქნება. 2021-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფისკალური მდგომარეობა შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაში.
ამასთან, Moody’s-მა შეცვალა რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე, რაც ძირითადად გეოპოლიტიკური რისკების ზრდასა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო მოხდა. ეს კი ზრდის ქვეყნის მოწყვლადობის ზრდის ალბათობას, რაც გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავლის ეკონომიკურ სტაბილურობას.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია


