ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კენგურუს ემბრიონი ხელოვნურად შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად კენგურუს ემბრიონი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების (IVF) გზით შექმნეს, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

მეცნიერებმა წარმატებით შექმნეს ოცზე მეტი ნაცრისფერი კენგურუს ემბრიონი. მათი მთავარი მიზანი ამ პროცესის გამოყენება იმ ცხოველების გადარჩენისთვისაა, რომლებიც გადაშენების პირას არიან. კოალები, ტასმანიური ეშმაკები, ვომბატები და სხვა ჩანთოსნები შესაძლოა ამ მეთოდით გადარჩნენ.

ავსტრალიაში ძუძუმწოვარი ჩანთოსნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი პოპულაცია არსებობს, თუმცა, მათგან ზოგიერთი სახეობა დღეს უკვე გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. მეცნიერების აზრით, კენგურუს ემბრიონების შექმნა დაეხმარება „გენეტიკური მასალის შენარჩუნებას“ და შესაძლებელს გახდის ამ ცხოველების გამრავლებას.

2024 წელს, სწორედ ასეთივე მეთოდით, მეცნიერებმა მარტორქის ემბრიონი შექმნეს.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათში მოძრაობაზე იანვარში 158.4 ათასი ჯარიმა დაიწერა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები