ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიგერმანული სტარტაპი Lilium დაიხურა — ელექტრო ტაქსის შექმნის ოცნება დასრულდა

გერმანული სტარტაპი Lilium დაიხურა — ელექტრო ტაქსის შექმნის ოცნება დასრულდა

გერმანულმა საავიაციო სტარტაპმა Lilium-მა, რომელიც ერთ დროს 1 მილიონი დოლარით დაფინანსდა, დაახლოებით 1000 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან და ოფიციალურად შეწყვიტა ოპერაციები. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება კომპანია Lilium-ის თანადამფუძნებელმა პატრიკ ნათანმა გააკეთა.

Lilium-ის ისტორია 10 წელზე მეტს ითვლის, სტარტაპი 2013 წელს დაარსეს დანიელ სებასტიანმა, მატიასმა და პატრიკ ნათანმა. კომპანიის მთავარი მიზანი იყო ავიაციის განვითარება და ელექტრო ტაქსის შექმნა, რაც ხელს შეუწყობდა ქალაქების ტრაფიკის შემცირებას და ეკოლოგიურად სუფთა მოგზაურობას.

2019 წელს Lilium-მა პირველად ააფრინა თავისი ელექტრო თვითმფრინავი – Lilium Jet. კომპანიის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც დაკავშირებული იყო ძრავების ვერტიკალური ჰორიზონტალური მდგომარეობით გარდაქმნასთან, თვითმფრინავს შესაძლებლობას აძლევდა მიეღწია 300 კმ/სთ სიჩქარეს. თუმცა, შემდეგ, ავარიის შედეგად, 2020 წლის თებერვალში პირველი პროტოტიპი დაიწვა.

კომპანიის ფინანსური პრობლემებმა, მისი საქმიანობის განახლებისთვის საჭირო კრიტიკული დახმარების მიღების წარუმატებლობამ, საბოლოოდ მისი გაკოტრებამ გამოიწვია. ოქტომბერში Lilium-მა განაცხადა, რომ იგი ვერ შეძლებდა გერმანიის მთავრობისგან გადაუდებელი ფინანსური დახმარების მიღებას, რაც გადახდისუუნარობის გამოცხადების მიზეზი გახდა. ამით სტარტაპმა დაკარგა კონტროლი თავის შვილობილ კომპანიებზე, მათ შორის Lilium eAircraft-ზე.

Lilium-ის დახურვამ დაასრულა ათწლიანი მცდელობა, რომელიც სუფთა, ეკოლოგიურად უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური საჰაერო ტრანსპორტის შექმნას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე კომპანიამ ვერ შეძლო თავისი მისია შეესრულებინა, მისი ძალისხმევა ელექტროავიაციის განვითარებისთვის მრავალი წლის განმავლობაში დარჩება მნიშვნელოვან შტრიხად ამ სფეროში.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  საქართველოში კაკლის იმპორტი გაიზარდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები