პარასკევი, მარტი 21, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისოციალური/IT/AI/Online სივრცე/ტურიზმიშემოდგომაზე ქუთაისში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

შემოდგომაზე ქუთაისში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

ქუთაისში, 2025 წლის შემოდგომაზე, საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, რომ პროექტი წარმატებით ვითარდება და ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საზოგადოებას გამჭვირვალედ მიეწოდება.

კასრაძის თქმით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უკვე დასრულებულია დასავლეთის შესასვლელის საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების მოწყობა. ასევე, აქტიურ ფაზაშია გათბობა-გაგრილების სისტემებისა და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ხოლო ინტერიერის დიზაინზე მუშაობა გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ ჰაბში იგეგმება ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მოწყობა. მუზეუმი პირველი ვიზიტორების მიღებას 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყებს, სადაც უკვე შეძენილია 50-მდე ექსპონატი.

„რაც შეეხება ხელოვნურ ტბას, ამ ეტაპზე არ ხდება მისი წყლით ავსება.  მოგეხსენებათ, რომ გარე ხელოვნურ ტბას არასოდეს უფუნქციონერია საქართველოს პარლამენტის მუშაობის დროს, თუმცა, ჩვენ გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ ეს ტბა, აქედან გამომდინარე, ჭაბურღილს უკვე ჩაუტარდა შესაბამისი სამუშაოები, დავასრულეთ მისი გაწმენდაც და ახლა მიმდინარეობს წყლის მცირე ნაკადით მიწოდება იმისთვის, რომ დადგინდეს წყლის ხარისხი.  ამ წყალს ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევები და აქედან მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მოხდება მისი ნაკადის გაზრდა და მთლიანად შეივსება გარე ხელოვნური ტბა“ – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, შენობის შიგნით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა და უჟანგბადობა პრობლემებს იწვევდა, რის გამოც, უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს შენობის გაგრილების სისტემის სრულუ რეაბილიტაცია და ახალი სიმძლავრეებისა და იატაკის გაგრილების დამატება.

მომავალი ტექნოლოგიური ჰაბი ასევე მოიცავს ერთ-ერთ უდიდეს საკონფერენციო დარბაზს, სტარტაპებისთვის საერთო სამუშაო სივრცეს და სატრენინგო ოთახებს, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებას.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

9 საუკეთესო აქტივობა ვენაში ბავშვებთან ერთად ყოფნისას

20 March, 2025
ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

ფიტნეს ინსტრუქტორობის შემსწავლელთა რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია – “ფიტნეს აკადემია”

მარტი 20, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

ჰუგი- ინტერიერის დიზაინის დანიური კონცეფცია

მარტი 21, 2025
როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში – უახლესი პროგნოზი

მარტი 20, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

გასაოცარი, აუცილებლად სანახავი ადგილიები საქართველოში – უნდა ნახოთ, სანამ ცოცხალი ხართ!

მარტი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი

მარტი 20, 2025
რას წერს ფრანგული გამოცემა Vogue მატილდა გვარლიანის შესახებ

რას წერს ფრანგული გამოცემა Vogue მატილდა გვარლიანის შესახებ

მარტი 21, 2025
9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

9 თვის შემდეგ დედამიწაზე: ასტრონავტების დაბრუნება კოსმოსური მისიის შემდეგ

19 მარტი 2025
ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

ბაგების დასახლებაში, ახალ საავტომობილო ხიდთან არსებული სივრცის კეთილმოწყობა იგეგმება

მარტი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები