უკრაინულმა სტარტაპმა Releaf Paper-მა ფოთლისგან ქაღალდი დაამზადა და მსოფლიოში პირველი ქაღალდის ცელულოზის ქარხანა გახსნა, რომელიც დახურულ წრეზე მუშაობს. პროექტი ბიოტექნოლოგ ვალენტინ ფრეჩკას ეკუთვნის, რომელმაც 2019 წელს დააფუძნა კომპანია. მისი მიზანი იყო ტრადიციული ქაღალდის წარმოების ალტერნატიული და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდის შექმნა. 100 000 დოლარის დაფინანსების მიღების შემდეგ, ფრეჩკამ პირველი ლაბორატორია საკუთარ სახლში გახსნა, სადაც გაზქურის ღუმელში აწარმოებდა ქაღალდს.
Releaf Paper-ს აქვს უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ფოთლებისგან ამზადებს ქაღალდს, რომელიც ძირითადად მუყაოსა და შეფუთვის ინდუსტრიაში გამოიყენება. ერთი ტონა ქაღალდის მისაღებად, საჭირო ხდება 2.3 ტონა ფოთოლი. ამას კი კომუნალური სამსახური აგროვებს, რის შემდეგაც საწარმოში გრანულირებულია და გადამუშავდება.
Releaf Paper-ის მიერ დამზადებული ქაღალდის ღირებულება ტონაზე 560–600 დოლარია, ხოლო პაკეტები 9-10 გრივნად (0.21-0.24 დოლარად) იყიდება. 2021 წელს კომპანიის წარმატება და ეკოლოგიური ინოვაციები მიიპყრო მსოფლიო ყურადღება, როცა ბუნების მსოფლიო ფონდისგან (WWF) 350,000 ევროს გრანტი მიიღო. 2022 წელს კი საფრანგეთში ქარხნის ასაშენებლად 2.5 მილიონი ევროს გრანტი მოიპოვა.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები