ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე, ყველაზე მძლავრი ტურბინების წყალქვეშა ფერმა გაშენდება

საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე, ყველაზე მძლავრი ტურბინების წყალქვეშა ფერმა გაშენდება

საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროზე, ყველაზე მძლავრი ტურბინების წყალქვეშა ფერმა გაშენდება, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტი სახელწოდებით Normandie Hydroliennes (NH1) ევროპის უძლიერეს მოქცევის ნაკადს განახლებადი ენერგიის წყაროდ გარდაქმნის და ოთხი ელექტროსადგურის გამოყენებით, რეგიონს სუფთა ენერგიას მიაწვდის.

Euronews-ის ინფორმაციით, NH1 ელექტროსადგური განთავსდება Cap de la Hague-ს სანაპიროდან 3 კილომეტრის დაშორებით, მინიმუმ 38 მეტრის სიღრმეზე. პროექტი ევროკავშირის €31.3 მილიონიან გრანტზე დაფუძნებულია და ელექტროენერგიის წარმოებას 2028 წლიდან დაიწყებს. ნოვატორული სისტემა საშუალებას იძლევა, რომ ელექტროსადგური საათში 15-18 ტერავატამდე ენერგიას გამოიმუშაოს, რაც საკმარისია 8 მილიონი ადამიანის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის.

პროექტის ფარგლებში, Normandie Hydroliennes-მა უკვე დააანონსა, რომ საფრანგეთში, პროექტის კომპონენტების 80%-ის წარმოება განხორციელდება, რაც 400-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ეს ინოვაციური პროექტი ერთ-ერთი ათეულობით ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის €4.8 მილიარდიანი ინოვაციების ფონდიდან დაფინანსდა.

წყალქვეშა ელექტროსადგურის მშენებლობა არ შეუქმნის საფრთხეს საზღვაო ნავიგაციასა და წყალქვეშა ბიომრავალფეროვნებას. EU-პროექტი ხელს შეუწყობს მდგრადი ენერგიის განვითარებას და სუფთა ენერგიის გამოყენების პროცესის გაძლიერებას ევროპაში.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ტოკიოში ქართული ღვინის დეგუსტაცია საერთაშორისო გამოფენის „Foodex Japan 2025-ის” ფარგლებში გაიმართა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები