საქართველოში ხელოვნური ინტელექტის პირველი პლატფორმა შეიქმნა, რომელიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს სწრაფ, სანდო და მაღალპროფესიულ საგადასახადო მხარდაჭერას სთავაზობს. Prive AI სპეციალიზებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში და შექმნილია პროფესიონალების მიერ.
“ბიზნესგარემო მუდმივად იცვლება, და ჩვენ შევქმენით ტექნოლოგიური გადაწყვეტა, რომელიც კომპანიებს ამ ცვლილებების სწრაფად გაანალიზებასა და ადაპტაციაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, საგადასახადო მხარდაჭერა უფრო მოქნილი, ხელმისაწვდომი და თანამედროვე გავხადოთ”, – აღნიშნავს დავით ორჯონიკიძე, Prive AI-ის თანადამფუძნებელი.
Prive AI გთავაზობთ ეფექტურ და თანამედროვე საგადასახადო კონსულტაციას, რომელიც მომხმარებლებს ხელს უწყობს ცვლილებების ადაპტაციაში.
Prive AI-ს აქვს სხვადასხვა პაკეტი, რომელიც მორგებულია სხვადასხვა მომხმარებლის საჭიროებებზე. თვეში მინიმალური ღირებულება 24,9 ლარიდან იწყება. პლატფორმა სამ ენაზე მუშაობს: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.
“ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დავინახე, როგორ ენდობიან ადამიანები ხელოვნურ ინტელექტს გადასახადებისა და ფინანსების მართვაში. AI ზრდის ეფექტურობას და ეხმარება მათ დროისა და რესურსების დაზოგვაში. სწორედ აქედან გაჩნდა სურვილი, ქართველ მომხმარებლებსაც ჰქონოდათ ანალოგიური შესაძლებლობა, იდეა საგადასახადო და ტექნოლოგიებში გამოცდილ პროფესიონალ მეგობრებთან ერთად განვიხილე, რის შედეგადაც შევქმენით Prive AI – მოქნილი, ხელმისაწვდომი და პროფესიონალი საგადასახადო ასისტენტი, რომელიც ბიზნესებსა და ფიზიკურ პირებს გადასახადების მართვას უმარტივებს”, – აღნიშნავს შორენა წიკლაური, Prive AI-ის თანადამფუძნებელი.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები