2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება კვლავ ზრდის ტენდენციას ავლენს. საქსტატის ბოლო მონაცემებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.8%-ით გაიზარდა, რაც მრავალი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის სამუშაო ძალის გაძვირებითა და სამშენებლო მასალების ფასების მომატებით.
საქსტატის ინფორმაციით, ძირითადი ფაქტორი, რომელმაც სამშენებლო ღირებულების ზრდა გამოიწვია, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.4-პროცენტიანი მატებით, რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2024 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.8%-ით გაიზარდა. ამ ზრდის ძირითად მიზეზად ამ დროისთვის ყველაზე მეტად სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა დარჩა. კერძოდ, აღნიშნულმა კატეგორიამ 31.5%-ით მოიმატა, რაც ინდექსის ცვლილებაში 5.07 პროცენტული პუნქტის წვლილს შეადგენს.
სამშენებლო მასალების ფასების მატებაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. 2024 წლის ოქტომბერში ამ კატეგორიამ 3.2%-იანი ზრდა აჩვენა, რაც მშენებლობის ღირებულების ზრდის კიდევ ერთი წამყვანი მიზეზი გახდა. ამის შედეგად, სამშენებლო მასალების გაძვირებამ საერთო ინდექსის ზრდაში 1.96 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა.
2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 20.1%-ით გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ მშენებლობის სფეროში გრძელვადიანი ფასების ზრდა კვლავ განაგრძობს გავლენას როგორც ინდუსტრიის, ისე მომხმარებლისთვის.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები