საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ავსტრალიაში, სამოგზაურო მედია კონფერენციაში IMM Australia 2025 International Media Marketplace-ში მიიღეს მონაწილეობა. ეს საერთაშორისო მედია კონფერენცია გლობალურად ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ღონისძიებად ითვლება ტურიზმის ინდუსტრიაში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედია წარმომადგენლები იკრიბებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები National Geographic-ის, BBC-ის, CNN-ის,Conde Nast Traveler-ის, Lonely Planet-ის, The Independent-ისა და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს, რედაქტორებსა და ბლოგერებს შეხვდნენ. უცხოური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზაფხულისა და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებას.
საქართველოს ცნობადობის ზრდის და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინტენსიურად გეგმავს მსგავსი მედიატურების გამართვას, რაც უცხოურ მედიაში საქართველოს უფრო ფართოდ და წარმატებით წარმოჩენას დაეხმარება.
კონფერენცია International Media Marketplace ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, სადაც 200-ზე მეტი მედიასაშუალება და 155 ბრენდული კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიების ერთ-ერთი მიზანი იყო ბეჭდურ და ციფრულ მედია ინდუსტრიაში მოღვაწე პირების გაერთიანება, ტურიზმის სფეროში მომუშავე ჟურნალისტების, ინფლუენსერების, ბლოგერების, იუთუბერების და ინსტაგრამერების ერთ სივრცეში შეკრება.
IMM Australia 2025-ში საქართველოს აქტიური მონაწილეობა უზრუნველყოფს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასა და ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს საერთაშორისო ბაზარზე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები