პარასკევი, მაისი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისოციალური/IT/AI/Online სივრცე/ტურიზმი2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ადგილობრივი ტურიზმი 3.8%-ით გაიზარდა

2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ადგილობრივი ტურიზმი 3.8%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ადგილობრივმა ტურიზმმა 3.8%-ით იმატა. ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 458.6 ათასი ადამიანი იყო, ხოლო ვიზიტების რაოდენობამ 1 759.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში, ადგილობრივი ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 859.6 ათასით გაიზარდა — 4.5%-ით.

2024 წლის მესამე კვარტალში ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, სადაც ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და იმერეთში დაფიქსირდა. განსაკუთრებული ცვლილებები შეინიშნება ვიზიტორების ხარჯების მაჩვენებელში: 411 მილიონი ლარის ხარჯი 12.2%-ით უფრო მაღალია, ვიდრე წინა წელს. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 12.7%-ით, და 233.6 ლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანი სტატისტიკა:

  • ვიზიტორთა 35.4% 31-50 წლამდე ასაკის ჯგუფს ეკუთვნოდა.
  • 57.5% ვიზიტორების ქალები იყვნენ.
  • 39.3% ვიზიტორები თბილისიდან იყვნენ.

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტურიზმის სექტორი კვლავ ნელ-ნელა მზარდია და ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

READ  რა არის მდგრადი დიზაინი და როგორ დავნერგოთ მდგრადი პრაქტიკა ინტერიერის დიზაინში
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები