სამშაბათი, ოქტომბერი 14, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიITB Berlin-ზე საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ბუნებით, ღვინითა და კულინარიით დაინტერესდნენ —...

ITB Berlin-ზე საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ბუნებით, ღვინითა და კულინარიით დაინტერესდნენ — ვიზიტ ჯორჯია

საქართველო გერმანიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin-ზე ეროვნული სტენდით წარდგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გამოფენაში 20-მდე კერძო კომპანია მონაწილეობს. ITB Berlin-ის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს „ვიზიტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ქეთი წიკლაური.

„ჩვენ წლებია ITB-ის გამოფენაში ვმონაწილეობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა. ძალიან ბევრი კომპანია მონაწილეობს ITB-ზე, არამარტო გერმანული, არამედ სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან. ვცდილობთ, რომ საქართველო გავხადოთ პოპულარული, მეტი დამსვენებელი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ უცხოური კომპანიები, გავარეკლამოთ ჩვენი მთა და ზღვა. დაინტერესება ძალიან დიდია საქართველოს მიმართ, საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს ბუნებით, ღვინითა და კულინარიით“-აცხადებს წიკლაური.

ITB Berlin-ზე წელს 190 ქვეყანაა წარდგენილი, ხოლო გამოფენას 100,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ამ გამოფენაში მონაწილეობს 5600-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  გერმანული სტარტაპი Lilium დაიხურა — ელექტრო ტაქსის შექმნის ოცნება დასრულდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები