ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიiPhone 16e — Apple-ის ახალი ბიუჯეტური ტელეფონი

iPhone 16e — Apple-ის ახალი ბიუჯეტური ტელეფონი

Apple-მა ახალი ბიუჯეტური ტელეფონი iPhone 16e წარმოადგინა, რომელიც iPhone 16-ის ხაზის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია. ამ მოდელს გააჩნია Apple Intelligence ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით cbsnews-მა გაავრცელა.

iPhone 16e iPhone SE-ის მემკვიდრეა, რომელიც 2022 წელს გამოვიდა და Apple-ის ბიუჯეტური ტელეფონების ხაზის ნაწილია. iPhone 16e-ის ფასი აშშ-ში $599-დან იწყება, ხოლო სტანდარტული iPhone 16-ის ღირებულება 800 დოლარია. წინამორბედ მოდელი, iPhone SE-ს კი, Apple მომხმარებლებს 430 დოლარად სთავაზობდა.

iPhone 16e აღჭურვილია Apple-ის C1 სახელწოდების ფიჭური მოდემით, რომელიც ტელეფონის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს უზრუნველყოფს. ახალი ტელეფონი შესაძლებლობას იძლევა ტექსტებისა და აუდიოჩანაწერების გამარტივებულ შეჯამებაზე, ემოციების შემოსაზღვრულ ანალიზსა და Siri-ს ფუნქციების გამრავალფეროვნებაზე. iPhone 16e-ს აქვს უფრო ძლიერი ელემენტი და დახვეწილი კამერა, რაც ნიშნავს რომ iPhone SE-ს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე უკეთესი შედეგები აქვს.

iPhone 16e-ის წინასწარი შეკვეთები 21 თებერვალს დაიწყო, ხოლო პირველი მომხმარებლები ტელეფონებს 28 თებერვალს მიიღებენ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ხათუნა ასათიანი – მედიაჰოლდინგ „შენი“-ს მარკეტინგის მენეჯერი
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები