Apple-მა ახალი ბიუჯეტური ტელეფონი iPhone 16e წარმოადგინა, რომელიც iPhone 16-ის ხაზის უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია. ამ მოდელს გააჩნია Apple Intelligence ფუნქცია, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით cbsnews-მა გაავრცელა.
iPhone 16e iPhone SE-ის მემკვიდრეა, რომელიც 2022 წელს გამოვიდა და Apple-ის ბიუჯეტური ტელეფონების ხაზის ნაწილია. iPhone 16e-ის ფასი აშშ-ში $599-დან იწყება, ხოლო სტანდარტული iPhone 16-ის ღირებულება 800 დოლარია. წინამორბედ მოდელი, iPhone SE-ს კი, Apple მომხმარებლებს 430 დოლარად სთავაზობდა.
iPhone 16e აღჭურვილია Apple-ის C1 სახელწოდების ფიჭური მოდემით, რომელიც ტელეფონის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებს უზრუნველყოფს. ახალი ტელეფონი შესაძლებლობას იძლევა ტექსტებისა და აუდიოჩანაწერების გამარტივებულ შეჯამებაზე, ემოციების შემოსაზღვრულ ანალიზსა და Siri-ს ფუნქციების გამრავალფეროვნებაზე. iPhone 16e-ს აქვს უფრო ძლიერი ელემენტი და დახვეწილი კამერა, რაც ნიშნავს რომ iPhone SE-ს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე უკეთესი შედეგები აქვს.
iPhone 16e-ის წინასწარი შეკვეთები 21 თებერვალს დაიწყო, ხოლო პირველი მომხმარებლები ტელეფონებს 28 თებერვალს მიიღებენ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები