კვირა, დეკემბერი 7, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიGalt & Taggart-ის პროგნოზი 2025 წლისთვის: საქართველოში ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაიზრდება

Galt & Taggart-ის პროგნოზი 2025 წლისთვის: საქართველოში ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაიზრდება

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart პროგნოზირებს, რომ 2025 წელს საქართველოს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გაიზრდება და 5.3 მილიონ ვიზიტს მიაღწევს. ამასთან ერთად, ტურიზმიდან შემოსავლები 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, ტურისტული ვიზიტების ზრდა განსაკუთრებით შეიმჩნევა შუა აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდან.

ამასთანავე, ბანკი აქვეყნებს 2024 წლის სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებლებს. Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2024 წელს თბილისის სასტუმროების დატვირთვა 54.1%-ია, რაც 1.3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილია ბათუმის სასტუმროების დატვირთვის მაჩვენებელი, რომელიც 55.4%-ით განისაზღვრა და 17.1%-ით მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  საქართველოში კაკლის იმპორტი გაიზარდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები