საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის, ლარის, 30 წლის იუბილეს აღნიშვნას გეგმავს, რისთვისაც 771 000 ლარი დაიხარჯება.

2025 წელს ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება, მათ შორის:
- საერთაშორისო ფორუმი– 2025 წლის 29-31 მაისს თბილისში გაიმართება მაღალი დონის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები.
- ქართული ფულის კატალოგის გამოშვება – ეროვნული ბანკი გამოუშვებს სპეციალურ კატალოგს, რომელიც საქართველოს ფულად ისტორიას ასახავს.
- საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია – ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური მონეტა გამოიცემა.

იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმილია ღონისძიება სასტუმრო „შერატონში“, რომლის ფარგლებში:
◾️ მომზადდება ღონისძიების ვიზუალური კონცეფცია;
◾️ სასესიო დარბაზი მოეწყობა 300 სტუმრისთვის;
◾️ მაღალი რანგის სტუმრებისთვის გამოიყოფა ბიზნეს ოთახი;
◾️ მოეწყობა მედია სივრცე და საინფორმაციო პუნქტები;
◾️ ფულის მუზეუმში გაიმართება უნიკალური ექსპონატების გამოფენა;
◾️ დამზადდება პრესისა და ბექდროფ ბანერები.
◾️ღონისძიებისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკით და ინტერნეტით უზრუნველყოფა.

✔ Welcome Reception და Gala Dinner – 2025 წლის 29 და 30 მაისს სპეციალური მიღებები გაიმართება.
✔ სტუმრების დახვედრა-გაცილება – საერთაშორისო სტუმრებისთვის ტრანსპორტისა და მიღების ორგანიზება.
ლარი ოფიციალურად მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს შევიდა, ხოლო იმავე წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადახდო საშუალებად გამოცხადდა. 2025 წელს ლარის 30 წლის იუბილე აღინიშნება.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია


