ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა — საქსტატი

2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა — საქსტატი

2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით დადასტურდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა ძირითადად მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტისა და ვაჭრობის დარგებში შეინიშნებოდა.

„ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ზრდა ძირითადად განპირობებულია საჰაერო, სატვირთო და სამგზავრო ტრანსპორტის, ასევე დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობის მომსახურების ზრდით. ასევე გაზრდილია სატვირთო, საგზაო ტრანსპორტისა და სახმელეთო გადაზიდვების მომსახურება. მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან და სპეციალიზებულ სამშენებლო სამუშაოებთან”, – განაცხადა საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ლარის კურსი და მისი გავლენა სამომხმარებლო ფასებზე – GDBA ანალიზი
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები