ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმებით დემენციის დიაგნოსტირებას შეძლებს

ხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმებით დემენციის დიაგნოსტირებას შეძლებს

შოტლანდიელი მეცნიერები ახალ პროექტზე მუშაობენ, რომლის მეშვეობითაც ხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმებით შეძლებს გამოავლინოს დემენციის ადრეული ნიშნები, – წერს BBC-ი.

თვალის ბადურის ფოტოებისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეცნიერები შეძლებენ თავის ტვინის მდგომარეობის შეფასებას და სიმპტომების გამოვლენამდე დაავადების დადგენას. ამ ფოტოების გადაღება ჩვეულებრივი მხედველობის შემოწმების დროს შეიძლება.

„თვალს შეუძლია იმაზე მეტი გვითხრას, ვიდრე ჩვენ გვგონია. თვალის ბადურა ინახავს ბევრ ინფორმაციას და ჩვენი ტვინის ჯანმრთელობის ბიოლოგიური ბარომეტრია“, – განაცხადა პროფესორმა ბალჟან დილონმა.

მეცნიერების თქმით, დიდ ბრიტანეთში დემენცია 65 წელს გადაცილებულ ყოველ მე-14 ადამიანს უვითარდება. 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში ეს დაავადება ყოველ მეექვსე პაციენტში ვითარდება.

დემენცია – სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  Cathay Life Insurance 1.6 მილიარდ დოლარად ყიდულობს Orsted-ის ქარის ოფშორული ელექტროსადგურების 50%-იან წილს ტაივანში
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები