პარასკევი, იანვარი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები2025 წლის იანვრის ფასები — რომელმა პროდუქტებმა განიცადეს ფასთა ცვლილება?

2025 წლის იანვრის ფასები — რომელმა პროდუქტებმა განიცადეს ფასთა ცვლილება?

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ბაზარზე შეინიშნებოდა სხვადასხვა პროდუქტის ფასთა ცვლილება. წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა სტაბილურობა, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი მაინც საგრძნობლად გაძვირდა.

იანვარში, 2024 წელთან შედარებით, ფასები 3%-ით გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასებმა 6.2%-ით მოიმატა. ასევე, გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფშიც, რაც 3.8%-ით იყო გამოხატული.

თუმცა, არსებობს ერთი დადებითი ტენდენცია: ინტერნეტის გადასახდელი საფასურის შემცირება 40%-ით და ანტიბიოტიკების ფასები 26%-ით შემცირება, რაც მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია.

2025 წლის იანვარში ყველაზე მეტი ფასის მატება განიცადეს შემდეგ პროდუქტებმა:

  • მწვანილი – 88%
  • ბადრიჯანი – 75%
  • კომბოსტო – 63%
  • ნიორი – 36%
  • კივი – 35%
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 28%
  • მწვანე ლობიო – 24%
  • ბრინჯი – 20%
  • პომიდორი – 20%

ფასები შემცირებულია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ინტერნეტის გადასახდელი – 40%
  • ანტიბიოტიკები – 26%
  • ყურძენი – 16%
  • საზამთრო – 16%
  • კარტოფილი – 15%
  • მსხალი -14%
  • შპალერი – 14%
  • ატამი -12%
  • სიმინდის ფქვილი -12%
  • სარეცხი მანქანა – 11%

2025 წლის იანვარი საკმაოდ დინამიკური თვე აღმოჩნდა ფასთა ცვლილებების თვალსაზრისით.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  BINANCE-მა MGX-ისგან $2-მილიარდიანი ინვესტიცია მიიღო
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები