ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიუცხოელების დეპოზიტებმა ქართულ ბანკებში 9 მილიარდ ლარს გადააჭარბა

უცხოელების დეპოზიტებმა ქართულ ბანკებში 9 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, არარეზიდენტი ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა ქართულ ბანკებში 9.16 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 110 მილიონი ლარით მეტია. გასული ერთი წლის განმავლობაში უცხოელების დეპოზიტები 1.5 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში – 2.4 მილიარდი ლარით.

ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 29.91 მილიარდ ლარს ინახავენ, ხოლო არარეზიდენტთა დეპოზიტების წილი საერთო მოცულობიდან 29%-ს შეადგენს.

არარეზიდენტები ძირითადად უცხოურ ვალუტაში ინახავენ დანაზოგებს, რაც დეპოზიტების 83%-ს შეადგენს. საქართველოში რეზიდენტების დეპოზიტებში კი უცხოური ვალუტის წილი 60%-ს უტოლდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები წარმოადგენენ არარეზიდენტთა დეპოზიტების 37%-ს. მეორე ადგილს ისრაელი 8%-ით, უკრაინა 7%-ით და კვიპროსი 5%-ით იყოფს. სხვა ქვეყნების მოქალაქეები, მათ შორის დიდი ბრიტანეთი, ბელარუსი, აზერბაიჯანი და ვირჯინიის კუნძულები, სუ 23%-ს შეადგენენ.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  WhatsApp-მა შეტყობინებების თარგმნის ფუნქცია ჩართო
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები