აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომელიც Tik-Tok-ის ბლოკირებას 75 დღით გადაავადებს. თეთრი სახლი იტყობინება, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ადმინისტრაციისთვის დროის მიცემას, რათა დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები პლატფორმასთან დაკავშირებით.
„ვუბრძანებ გენერალურ პროკურორს შეერთებული შტატების სახელით კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად არ გაატაროს ზომები აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნებიდან 75 დღის განმავლობაში, რათა ჩემს ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა ტიკტოკთან დაკავშირებით განსაზღვროს მოქმედებები“, – წერია ბრძანების ტექსტში.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 17 იანვარს აკრძალა ტიკტოკის გამოყენება, თუ მისი მფლობელი კომპანია ByteDance არ გაასხვისებდა პლატფორმას.


