ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგისახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვაზე 50.641 მლნ ლარი დაიხარჯება - ვინ რამდენს მიიღებს

სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვაზე 50.641 მლნ ლარი დაიხარჯება – ვინ რამდენს მიიღებს

სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია-აღჭურვაზე 50.641 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ.

კერძოდ, საუბარია სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაზე.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე რამდენიმე კომპონენტის მიხედვით გაიცემა დაფინანსება, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის – 15.5 მლნ ლარი , აქედან საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები – 4.5 მლნ ლარი, აღჭურვა – 11 მლნ ლარი;
  • ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ფუნქციონირების უწყვეტობის ხელშეწყობა – 1 მლნ ლარი;
  • საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები – 13.841 მლნ ლარი;
  • მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა- 6.5 მლნ ლარი;
  • საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების ფუნქციონირებისათვის – 7.2 მლნ ლარი;
  • შპს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტირება/მშენებლობა – 6.1 მლნ ლარი.

 

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  Apple-ის AirPods-ებს სინქრონული თარგმნის ფუნქცია დაემატება
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები