ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაქართველოს FMCG ბაზარზე ბრენდული მარკეტების შემოსავლების წილი 2028 წლისთვის 52%-მდე გაიზრდება —...

საქართველოს FMCG ბაზარზე ბრენდული მარკეტების შემოსავლების წილი 2028 წლისთვის 52%-მდე გაიზრდება — Galt & Taggart-ის პროგნოზი

Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული „საქართველოს FMCG ბაზრის კვლევის“ თანახმად, საქართველოს FMCG ბაზარი 2025-2028 წლებში წლიურად საშუალოდ 8%-ით გაიზრდება. კვლევა ვარაუდობს, რომ ბაზარი სტაბილურად განვითარდება, რაც ძირითადად მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდით იქნება განპირობებული.

ბრენდული ქსელების შემოსავლები, რომლებიც მაღალ ტემპში განაგრძობს ზრდას, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბაზრის განვითარების პროცესში. Galt & Taggart-ის პროგნოზით, ბრენდული ქსელების შემოსავლების 15%-იანი ზრდა 2025-2028 წლებში, 2021-2024 წლების პერიოდში +23.3%-იანი ზრდის შემდეგ, გამოიწვევს საბაზრო წილის 40.4%-დან 52%-მდე გაზრდას 2028 წლისთვის.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონში გაფართოების ტემპი მაღალი დარჩება და 2024 წლის შეფასებით, გაფართოებისთვის ყველაზე პერსპექტიული რეგიონები აჭარა და ქვემო ქართლი იქნება. ხოლო თბილისის უბნებიდან საბურთალო, გლდანი და სამგორი იქნება ძირითადად მიზნობრივი ზონები ბრენდული ქსელებისთვის.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  საქართველოს სავალუტო რეზერვები თებერვალში $202 მილიონით შემცირდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები