ოთხშაბათი, ოქტომბერი 29, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგანათლება/ჯანდაცვა/სასწავლო ცენტრი/ტრენინგიპირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

აშშ-ში, NYU Langone Health-ის სამედიცინო ცენტრში, პირველად ისტორიაში, რობოტმა წარმატებით ჩაატარა ფილტვების გადანერგვის ოპერაცია. ოპერაციამ ქალს, შერილ მერკარს, რომელსაც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა, ახალი სიცოცხლე აჩუქა.

57 წლის შერილ მერკარი, რომელიც თავადაც ექიმია, დაავადების გამწვავების შემდეგ, განსაკუთრებით COVID-19-ის გადატანის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი ფილტვები იმდენად დაზიანებული იყო, რომ მხოლოდ ფილტვების გადანერგვის ოპერაციას შეეძლო მისი სიცოცხლის გადარჩენას.

ოპერაცია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარდა, ისტორიაში პირველი იყო, როდესაც რობოტი გახდა მთავარი ქირურგიული ჩარევის შემსრულებელი. ექიმების თქმით, რობოტის გამოყენებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ოპერაციის წარმატების შანსები და შეამცირა პოსტოპერაციული გართულებების რისკი.

მერკარი უკვე კლინიკიდან გამოწერისთვის ემზადება და ოპერაციის შემდეგ თავს ძალიან კარგად გრძნობს. მისი თქმით, არასოდეს წარმოიდგინა, რომ შეძლებდა თავისუფლად სუნთქვას და სიცოცხლის მეორე შანსი რომ მიეცემოდა.

ეს ოპერაცია მედიცინის სფეროში მნიშვნელოვან წინსვლად მიიჩნევა და შესაძლოა გახდეს ახალი სტანდარტი ფილტვების გადანერგვის პრაქტიკაში.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  რა როლი აქვს ტექნოლოგიებს ქართულ სტარტაპებში
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები