„გოცირიძის მეღვინეობის” ღვინო გაზაფხულიდან ბერლინში გაიყიდება — ქართული ღვინო ევროპულ ბაზარზე

0
249
ღვინო

„გოცირიძის მეღვინეობის“ ღვინო გაზაფხულიდან ბერლინის ბაზარზე გაიყიდება. საოჯახო მარნის დამფუძნებელმა, ანდრო გოცირიძემ აღნიშნა, რომ ბერლინის ბაზარი მათთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, როგორც გერმანულ ბაზარზე ათვისების, ისე პირდაპირი კონტაქტების დამყარებისთვის.

გოცირიძე აცხადებს, რომ ღვინო 8000 მოსავლის ქსელში გაიყიდება, და დაელოდებიან, თუ როგორ მიიღებენ მათ პროდუქტს ადგილობრივი მომხმარებლები. ამ ეტაპზე საუბარია მცირე რაოდენობაზე, თუმცა იმედოვნებენ, რომ მოთხოვნა გაიზრდება. ღვინო ბერლინში სავარაუდოდ საშუალო ფასიან სეგმენტში გაიყიდება.

ამასთანავე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთთან, ასევე დაინტერესებული არიან აშშ-ს ბაზრით. გოცირიძე აღნიშნავს, რომ ქართული ღვინის წარმატება ბაზარზე მაღალი ხარისხით უნდა იქნას განპირობებული, რადგან რაოდენობით ქვეყანა ვერ შეძლებს სხვა ქვეყნებთან კონკურენციას.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ელონ მასკის ნეიროჩიპები: ტექნოლოგიური წინსვლა თუ ეთიკური გამოწვევა — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ