ალპებში, ბრენერის უღელტეხილზე მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბი შენდება, რომელიც იტალიასა და ავსტრიას ერთმანეთთან დააკავშირებს. მისი სიგრძე 64 კილომეტრი იქნება – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
გვირაბში, თითქმის, 2500 კილომეტრ სიღრმეზე ორივე მხრიდან მომუშავე იტალიელი და ავსტრიელი მუშები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. მათ მშენებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ე.წ. საპილოტე-სადაზვერვო მონაკვეთი დაასრულეს.
პროექტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელ TEN-T-ის, სკანდინავია-ხმელთაშუა ზღვის დერეფნის ნაწილია. მისი მიზანი სატვირთო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილის რკინიგზაზე გადამისამართებაა, რაც რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელ შეუწყობს.
ბრენერის უღელტეხილი ალპებზე გამავალი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სატვირთო მარშრუტია. მასზე ყოველწლიურად 2.5 მილიონზე მეტი სატვირთო და, დაახლოებით, 14 მლნ მსუბუქი ავტომობილი გადის, ხოლო გადაზიდვა 50 მლნ ტონაზე მეტ ტვირთს შეადგენს.
ამჟამად უღელტეხილზე სატვირთო გადაზიდვების, დაახლოებით, 70% საავტომობილო გზით, ხოლო რკინიგზით მხოლოდ 30% სრულდება. ახალი გვირაბის მიზანი ამ ბალანსის შეცვლაა.


