ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნებს შორისაა – როგორია დასვენების დღიური ხარჯი

საქართველო დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობის ქვეყნების რეიტინგში მე-8 ადგილზეა. კვლევა ფასების შედარების პლატფორმა HelloSafe-მა შეადგინა და Time Out-მა გაავრცელა.

კვლევის ფარგლებში 131 ქვეყნის მონაცემები განიხილეს, სადაც გაანალიზდა მოგზაურების საშუალო დღიური ხარჯი. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა 15 ქვეყნის რეიტინგი, სადაც ყველაზე ნაკლები თანხის დახარჯვა უწევთ ტურისტებს.

HelloSafe-ის მონაცემებით, საქართველოში მოგზაურების საშუალო დღიური ხარჯი 27,7 დოლარია. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მიმართულებაა ტურისტებისთვის. სიაში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან მხოლოდ სომხეთი მოხვდა, რომელიც ერთნაირი დაბალბიუჯეტიანობის ქვეყნის სტატუსით წინ უსწრებს საქართველოს. სომხეთში მოსალოდნელი დღიური ხარჯი 25,7 დოლარია.

დაბალბიუჯეტიანი ქვეყნების ლიდერი ლაოსია, რომლის ყოველდღიური ხარჯი შესაძლოა მხოლოდ 16 დოლარამდე იყოს. მეორე ადგილზე ყაზახეთია, სადაც საშუალო დღიური ხარჯი დაახლოებით 20 დოლარია. მესამე ადგილს რუანდა იკავებს, რომლის ტურისტების ყოველდღიური ხარჯი 21 დოლარს შეადგენს.

წელს სამოგზაუროდ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი 15 ქვეყანა ასე გამოყურება:

  • ლაოსი – 15,4 დოლარი
  • ყაზახეთი – 19 დოლარი
  • რუანდა – 20,8 დოლარი
  • განა – 22 დოლარი
  • მონღოლეთი – 23,8 დოლარი
  • სომხეთი – 25,7 დოლარი
  • ბურკინა-ფასო – 26,5 დოლარი
  • საქართველო – 27,7 დოლარი
  • მალი – 28,6 დოლარი
  • მიანმარი – 34,4 დოლარი
  • კუბა – 35,4 დოლარი
  • მოლდოვა – 35,6 დოლარი
  • ინდოეთი – 35,7 დოლარი
  • მალავი – 36 დოლარი
  • ნეპალი – 36,1 დოლარი

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  2024 წლის III კვარტალში ბიზნესის სექტორის ბრუნვა 14%-ით გაიზარდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები