მეცნიერებმა და Apple-ის მკვლევრებმა გამოკვლევა ჩაატარეს, რომელიც ადასტურებს, რომ ყველაზე განვითარებულ ხელოვნურ ინტელექტს, მიუხედავად მისი უჩვეულო შესაძლებლობებისა, კვლავ პრობლემები აქვს მათემატიკური გამოთვლების შესრულებისას. ექსპერიმენტის შედეგად ირკვევა, რომ AI ხშირად უშვებს შეცდომებს მათემატიკურ ამოცანებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კითხვაში რიცხვები არის გამოყენებული.
კვლევის ფარგლებში, AI-ს დაუსვეს იგივე კითხვები განსხვავებული ფორმულირებით. მიუხედავად იმისა, რომ კითხვები ერთნაირი იყო, AI პასუხებს ხშირად ცვლიდა, რაც განსაკუთრებით გამოიკვეთა რიცხვების გამოყენებისას. კვლევა, რომელიც arxiv.org-ზე გამოქვეყნდა, ასევე აჩვენებს, რომ GSM8K მონაცემთა ნაკრებში, რომელიც AI მოდელების ტესტირებისთვის გამოიყენება, სიზუსტის დონე მერყეობს, რადგან AI ხშირად ცვლის პასუხებს, მხოლოდ კითხვის ფორმულირებით.
Apple-ის მკვლევრების შეფასებით, ეს პრობლემები 10%-მდე გავლენას ახდენს შედეგებზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ სანდოობას. მიზეზი, რატომ ხდება ეს, ისაა, რომ AI არ ახორციელებს ლოგიკურ მსჯელობას, არამედ ზუსტი პატერნების ამოიცნობს. ამიტომ, თუნდაც მცირე ცვლილებები კითხვაში, როგორიცაა სიტყვების შეცვლა, გავლენას ახდენს AI-ის პასუხებზე.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები