ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისოციალური/IT/AI/Online სივრცე/ტურიზმითამაზ გიორგაძის Raisin-ის შეფასებამ €2 მილიარდს გადააჭარბა

თამაზ გიორგაძის Raisin-ის შეფასებამ €2 მილიარდს გადააჭარბა

2012 წელს თამაზ გიორგაძის მიერ დაფუძნებულმა ფინტექ-პლატფორმამ, Raisin-მა, €2 მილიარდის შეფასებას მიაღწია. გასულ ერთ წელიწადში კომპანიამ მინიმუმ გაორმაგებული ფასით განაახლა თავისი ღირებულება.

Finance FWD-ის ინფორმაციით, Raisin-ის შეფასება 2-3 მილიარდ ევროს ფარგლებში მერყეობს, თუმცა ზუსტი თანხა არ საჯაროვდება. ეს ზრდა უკავშირდება უახლეს საინვესტიციო რაუნდს, რომლის დროსაც Raisin-მა €100 მილიონი ინვესტიცია მოიზიდა. ახალ ინვესტორებს შორის არიან Tencent, Hedosophia და Vitruvian Partners, ხოლო რამდენიმე დამფუძნებელმა და არსებულმა ინვესტორმა წილები შეამცირეს.

Raisin არის საერთაშორისო ფინტექ-პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა საბანკო დეპოზიტებზე ყველაზე ხელსაყრელ შეთავაზებებს ერთ აპლიკაციაში აერთიანებს. პლატფორმა ასევე სთავაზობს საინვესტიციო და საპენსიო პროდუქტებს. Raisin-ის სერვისებს 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს, ხოლო კომპანიას 400-ზე მეტი პარტნიორი ბანკი ჰყავს, რომლებიც 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. Raisin-ის მართვაში არსებული აქტივების მოცულობა €50 მილიარდს აჭარბებს.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმებით დემენციის დიაგნოსტირებას შეძლებს
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები