ოთხშაბათი, სექტემბერი 18, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიUncategorized“ვიპოვე საქმე, რომლის კეთებაც მაბედნიერებს და თან მაძლევს შემოსავალს... “-ინტერვიუ ელენე ბექაურთან,...

“ვიპოვე საქმე, რომლის კეთებაც მაბედნიერებს და თან მაძლევს შემოსავალს… “-ინტერვიუ ელენე ბექაურთან, რომელიც ულამაზეს ხელნაკეთ სარკეებს ქმნის

ავტორი:ლიზი გრიგოლავა

sheniinterieri.ge გაგაცნობთ ელენე ბექაურს, რომელიც საკუთარი ხელებით ქმნის დეკორატიულ სარკეებს დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით❤️

-პირველ რიგში, მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის და რატომ დაიწყეთ ეს საქმიანობა?

გამარჯობა, სარკეების დამზადება 2022 წელსდავიწყე. მომწონდა ხელნაკეთი ნივთები დაგადავწყვიტე, სახლისთვის თავად დამემზადებინა ისეთი დეკორაცია, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულებაც ექნებოდა. ტექნიკური საკითხების მოგვარებაში მეუღლე დამეხმარა, როგორიცაა ხის მასალის შერჩევა და სასურველი ფორმის გამოჭრა, შევარჩიეთ დიზაინი და გამზადებული ხე მოვხატე. შემდეგ გავაკეთე მეგობრებისთვის და, რადგან სიამოვნებას მანიჭებდა ეს საქმე, გადავწყვიტე, სოციალურ ქსელებში განმეთავსებინა ნამუშევრები, რამაც  ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ხალხის მხრიდან.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეულ დეტალს საკუთარი ხელით ქმნით და ხატავთ, რა როლი უჭირავს ამ საქმიანობას თქვენს ცხოვრებაში?

ვინაიდან თავად ვამზადებთ მასალებს და შემდეგ ხელით იხატება ყველა დეტალი, საკმაოდ შრომატევადია საქმიანობა და დიდ დროსა დაენერგიას მოითხოვს. როდესაც ჩვენი ხელნაკეთი ნივთებისთვის შევქმენით სოციალური ქსელები და დავიწყეთ შეკვეთების მიღება, ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა,  სარკეების დამზადება ჩემს ძირითად საქმიანობად თუ იქცეოდა. განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდში იზრდება მოთხოვნა და ხშირად ღამისთევაც გვიწევს.

როგორც ვხედავ, ულამაზესი ნამუშევრები გაქვთ, რა არის ის, რაც მყიდველებს თქვენამუშევრებში მოსწონთ და თქვენზე აკეთებენ არჩევანს?

ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება, რაც ზრდის გაყიდვებსაც. არ გვაქვს სტანდარტული დიზაინები, ყველა ნახატის შეცვლა შეგვიძლია მომხმარებლის სურვილით. ვხატავთ ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, ვუკეთებსხვადასხვა წარწერას. შეგვიძლია დავამზადოთ ფოტოსურათის მიხედვით, რაც მეტად ემოციურს ხდის საჩუქარს. ამასთანავე, გვაქვს არჩევანი ზომებში, პატარა სარკეების ფასი შედარებით დაბალია და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი.

რა მასალას იყენებთ დაფების მოსახატად დარამდენად უსაფრთხოა იგი ადამიანებისთვის?

ხის მასალაზე ვხატავთ აკრილის საღებავებით, რომელიც წყალგამძლეა და გაწმენდის დროს არ ზიანდება, შემდეგ ვამუშავებთ შესაბამისი საშუალებებით, რათა დროთა განმავლობაში არ გახუნდეს და შეინარჩუნოს სილამაზე.

რა შეცვალა ამ საქმიანობამ თქვენს ცხოვრებაში, რა რჩევას მისცემდი მათ, ვისაც სრულიად ახალ ნაბიჯს დგამენ და სურთ მსგავსი საქმიანობის წამოწყება?

პირველ რიგში, აუცილებელია წამოწყებული საქმიანობა განიჭებდეს სიამოვნებას. მე ვიპოვე საქმე, რომლის კეთებაც მაბედნიერებს და თან მაძლევს შემოსავალს, ყველას ვუსურვებ ამას და ვურჩევ, არ შეჩერდნენ, იმუშაონ პატიოსნად და აუცილებლად მიაღწევენ შედეგს, რაც მთავარია, იყვნენ დამოუკიდებლები და არ მიითვისონ სხვისი იდეა.

https://www.facebook.com

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ტოსკანაში მოგზაურობის 5 დღიანი გეგმა

ტოსკანაში მოგზაურობის 5 დღიანი გეგმა

17 September, 2024
ალკოჰოლის მოხმარება და დემენციის რისკი: ახალი კვლევების შედეგები  – მოამზადა გიორგი ფხაკაძემ

ალკოჰოლის მოხმარება და დემენციის რისკი: ახალი კვლევების შედეგები – მოამზადა გიორგი ფხაკაძემ

სექტემბერი 17, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 სექტემბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 17 სექტემბერი

17 სექტემბერი 2024
როგორ აძლიერებს გამწვანება არქიტექტურის ინდუსტრიას: ეკოლოგიური და ესთეტიკური სარგებელი

როგორ აძლიერებს გამწვანება არქიტექტურის ინდუსტრიას: ეკოლოგიური და ესთეტიკური სარგებელი

სექტემბერი 17, 2024
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინა­ვებ­­ლად სა­უკეთესო ამინდით

სექტემბერი 17, 2024
როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

როგორ დავიცვათ ბავშვი ძალადობისგან რეალურ ცხოვრებასა და ციფრულ სამყაროში

17 სექტემბერი 2024
შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

შემოდგომა იდეალური დროა დასვენებისთვის – ბუნების საოცარი ფერები

სექტემბერი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ღვინის ექსპორტი და სტატისტიკა

ღვინის ექსპორტი და სტატისტიკა

სექტემბერი 17, 2024
გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

გაიცანით ქართველი კალიგრაფისტი, რომლის შემოქმედებაც პატრიოტულ მოტივებზეა დაფუძნებული ✨️

სექტემბერი 12, 2024
ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

ემიგრაცია იტალიაში – რჩევები და ინფორმაცია მათთვის, ვინც გეგმავს ცხოვრებას იტალიაში

17 სექტემბერი 2024
კონკურსის  „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განცხადებების მიღება დაიწყო

სექტემბერი 11, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები