12/08/2021
თამო კეშელავა
„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე
რა უნდა გავაკეთოთ?
ისევ საზეპირო:
პირველი – ყველანი უნდა ავიცრათ ფაიზერით ან მოდერნათი. ერთ რამეს გეტყვით კიდევ, დააკვირდით ცნობილი ექიმები, რომლებიც ტელევიზიებით გამოდიან, მეტწილად რა ვაქცინით აცრიან აცრილები? ფაიზერით ხომ არა? ეს ირიბად და პირდაპირაც არ გვეუბნება პასუხს?
მეორე – სამედიცინო პირბადე. უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ვაქცინაციის ეფექტურობა იწყება თვენახევრის შემდეგ და სამედიცინო პირბადე გვიცავს გაკეთების წამიდან.
მესამე – ეს არის დისტანცია, ვეცადოთ, სადაც შესაძლებელია, დავიცვათ ორმეტრიანი დისტანცია, თუმცა, სადაც ამას ვერ ვახერხებთ, აუცილებლად უნდა დავიცვათ 1-მეტრიანი დისტანცია.
მეოთხე – ხელების ხშირი დაბანა, პირადი ჰიგიენა.
მეხუთე – შენობების, სახლების, სკოლების ხშირი განიავება, 15 წუთით მაინც, რათა მოხდეს ჰაერის ცვლილება და გასუფთავება.
მეექვსე – სწორი საინფორმაციო კამპანია, იმისათვის რომ მოსახლეობამ გაიგოს, რა ეფექტის მომტანია ვაქცინა.
მეშვიდე – ნამდვილი კოვიდპასპორტი და არა ეს ქართულ-ჯიგრულ პონტში გაკეთებული ე.წ. კოვიდპასპორტი, რომელიც არ არის მეცნიერებაზე დაფუძნებული. როგორი უნდა იყოს ნამდვილი კოვიდპასპორტი და რაში გვჭირდება?
აპლიკაცია როგორც კი დააფიქსირებს, რომ კოვიდი დადასტურდა, იგი გიჩვენებს, რომ მინიმუმ 10 დღიანი კარანტინია საჭირო (იდეალურია 14 დღე კარანტინისთვის, მაგრამ მინიმუმი ზღვარი 10 დღეა), გარდა ამისა, ეს აპლიკაცია უნდა აფრთხილებდეს თქვენ კონაქტებს. შვეიცარიაში და საფრანგეთში, სწორედ პროგრამის დახმარებით ხდება კონტაქტების დადგენა, საქართველომ კი, ბოლო წელია საერთოდ შეაჩერა კონტაქტების დადგენა და კლასტერების მოძიება, არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების შესაწყვეტად.
ჩვენთან რეალურად ხდება ის, რომ ინფიცირებულები ღიად დასეირნობენ ქუჩებში და მაღაზიებში, ასეთი ქმედება დანაშაულია და დასჯადი უნდა იყოს. მავნებელია, ვინც ასე იქცევა.
მერვე – ტესტები – ანტიგენ ტესტები არის სისულელე და პისიარ ტესტებს ვალიდობა უნდა ჰქონდეს მხოლოდ 24 საათი. ამერიკაში რომ ჩახვიდეთ, აცრილიც რომ იყოთ, პისიარ ტესტის ვალიდობა განისაზღვრება მხოლოდ 24 საათით.
თუ გვინდა გადავრჩეთ, აი, ეს უნდა გავაკეთოთ და რაც შეიძლება სწრაფად. გისურვებთ ჯანმრთელობას.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://www.alia.ge/thu-gvinda-rom-gadavrcheth-es-8-punqti-unda-shevasruloth-giorgi-phkhakadze/