შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგივინ იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, ქალთა უფლებების დამცველი, "გენერალსიმუსად" წოდებული ქალი -...

ვინ იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, ქალთა უფლებების დამცველი, “გენერალსიმუსად” წოდებული ქალი – თბილისის სახლების იდუმალი ისტორია

ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის მოკრძალებული სახლი თბილისში

ბერტა ფონ ზუტნერი

უზნაძის 54

ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წლის 10 დეკემბერს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია — პრემია, რომლის დაარსებაც ალფრედ ნობელს სწორედ მან შთააგონა იმ ზარალის საზღაურად, რომელიც მის მიერ გამოგონილმა დინამიტმა მოუტანა კაცობრიობას.

სამართლიანად ამბობენ, რომ მისმა რომანმა “ძირს იარაღი! ” მსოფლიო შეცვალა. ეს იყო მწვავე პროტესტი ომის წინააღმდეგ. არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ წიგნის პირველი გამოცემა ზუგდიდში ინახება – იქ, სადაც ერთობლივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარეს ბერტა და არტურ ზუტნერებმა. წიგნი გამოვიდა 1889 წელს.
ზუტნერები საქართველოში ეკატერინე ჭავჭავაძე- დადიანის მოწვევით ჩამოვიდნენ 1876 წელს, ხუთი წელი ზუგდიდში ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი კი ქუთაისსა და თბილისში. 1885 წელს დაბრუნდნენ ვენაში. მთლიანობაში საქართველოში 9 წელი გაატარეს.
საქართველოდან ავსტრიაში დაბრუნებული ბერტა იქცა მსოფლიოში იმ დროის ყველაზე პოპულარულ ქალად, სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებლად, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ქალთა უფლებებისთვის დაუცხრომელ მებრძოლად.
სხვა მნიშვნელოვან საქმესთან ერთად, დიდია ბერტას როლი “ვეფხისტყაოსნის” ფრანგული ტექსტის დახვეწაში. იონა მეუნარგია წერდა:

“ბევრად ადრე, ვიდრე გიორგი ქართველიშვილის გამოცემა დაიბეჭდებოდა, “ვეფხისტყაოსანი” ვთარგმნე ფრანგულ ენაზე, ჟიულ მურიესა და ბარონესა ბერტა ფონ ზუტნერის შემწეობით “.
ეს დიდებული, მშვიდობისთვის დაუღალავად მებრძოლი ქალი, აქტივისტი, პაციფისტური მოძრაობის დამსახურებული
” გენერალისიმუსი” – როგორც მას უწოდეს საერთაშორისო სამშვიდობო კონგრესზე, გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 5 კვირით ადრე.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები