შაბათი, მარტი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი"ეს იტალია არ გეგონოთ..." - სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით

“ეს იტალია არ გეგონოთ…” – სენაკის დრამატული თეატრია, ზღაპრული ინტერიერით

   ეს ლამაზი შენობა  იტალიაში არ გეგონოთ… ის საქართველოს ერთ-ერთი პატარა ქალაქის, სენაკის, საკუთრებაა.

გაინტერესებთ, როგორ დაიწყო სენაკში თეატრის აღორძინება? – მომყევით…

XIX საუკუნის 80-იან წლებში დაბა ახალ სენაკში ხელოვნებისა და დრამატურგიის განვითარებას ხელი შეუწყო 1879 წელს ახალი თეატრის დაარსებამ. პირველი წარმოდგენა ადგილობრივი ძალებით 1881 წლის თებერვალში გაიმართა. ნაჩვენები იყო მოლიერის „ძალად ექიმი“.                              1902 წელს დასისთვის ხელისუფლების მხრიდან გამოიყო ცალკე შენობა, რომელსაც ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და შესაძლებელი გახდა დასის ნორმალური მუშაობა.

სენაკის დრამატულ თეატრს არაერთი გამოჩენილი მსახიობი სწვევია,მათ შორის: ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ნუცა მხეიძე და სხვ.

1912 წლიდან კი სენაკში გამოჩნდნენ ისეთი ნიჭიერი მსახიობები, როგორიცაა, მაგალითად, ა.ხორავა… 1918 წელს დაიდგა პიესა „ღალატი“, სადაც ოთარ ბეგის როლი აკაკი ხორავამ შეასრულა. დღეს სენაკის თეატრი აკაკი ხორავას სახელობისაა.

1949 წელს სენაკის თეატრი ლიკვიდირებულ იქნა და 1959 წლამდე სახელმწიფო თეატრის გაუქმების შემდეგ რაიონის კულტურის სახლთან შეიქმნა ძლიერი დრამატული დასი. მას შემდეგ ამ პატარა ქალაქში თეატრალური ცხოვრება არ შენელებულა. არქიტექტორ ვახტანგ გოგოლაძის პროექტით აშენდა ეს ულამაზესი შენობა, რომელიც მნახველთა გაოცებას იწვევს და ამშვენებს ქალაქ სენაკს.

სენაკის თეატრი  1991 წლის 10 ივნისს აღდგა,რომელიც დრამატურგ ვ. კანდელაკის პიესით – „დრო 24 საათი“. გაიხსნა.(https://ka.wikipedia.org/wiki/% )

2021 წელს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრს 140 წელი შეუსრულდა და მისი სრული რესტავრირება მოხდა.

სენაკის მოსახლეობა ამ საიუბილეო  სეზონს თეატრის განახლებულ შენობაში შეხვდა. საიუბილეო სეზონი რუსთაველის თეატრისა და სენაკის მსახიობების მიერ შექმნილი ერიკ ემანუელ შმიდტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „ორი სამყაროს გასაყარზე“ გაიხსნა. თეატრი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლსა და სენაკის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

ის ნამდვილად გაგაოცებთ მისი მშვენიერებითა და ინტერიერით.

ის მზად არის, უმასპინძლოს უამრავ საერთაშორისო დონის სპექტაკლებსა და ღონისძიებებს.(https://imedinews.ge/ge/regioni )

 

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

საუკეთესო აქტივობები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში

22 March, 2025
მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილეს.

მარტი 21, 2025
„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

„რა ცუდ რამეებს გვეუბნებიო არ მითხრათ, გაფრთხილებთ…“ – რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

21 მარტი 2025
შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

შეამოწმე, შენი სახლის ინტერიერის ფერები ემთხვევა თუ არა პროფესიონალების რჩევებს? ✅️

მარტი 22, 2025
გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

გაიცანით მარიამის პირადი ექიმი, რომელმაც ოპერაციაში საკუთარი ჰონორარი არ აიღო….

მარტი 21, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

აკაკი ჯიჯელავას ეზო მარტვილის რაიონის სოფელი ტალერში

მარტი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

ბულგარული წიწაკა და მისი სარგებელი ფერის მიხედვით

მარტი 22, 2025
ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

ორნელა ვანონი -იტალიელების კერპად ქცეული მსახიობი და მომღერალი

მარტი 22, 2025
ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

ჯანდაცვის სისტემა ჩრდილოეთ ამერიკაში

22 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მარტი 22, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები