• ფერთა გამა • Color pallete – გულით დამზადებული სამკაული ✨️ ხელნაკეთი აქსესუარების სტარტაპი ✨️
“სოციალურ ქსელებში და ბევრ ადგილებში ვაწყდებოდი სამკაულებს და ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, თვითონ შემექმა სამკაულები.
ეს საქმიანობა დაახლოებით 3-4 წლის წინ უბრალო სამკაულებით დავიწყე, შემდეგ კი ნელ-ნელა უფრო გავალამაზე ჩემი სამკაულები.
ჩემი გვერდი სულ რაღაც 2 თვეც კი არაა, რაც შევქმენი. ჩემი ეს საქმიანობა ძალიან მაბედნიერებს და ხელს მიწყობს მეტად განვითარებაში❤️
თვითონ სამკაულის დამზადების პროცესი ძალიან სახალისოა❤️
მაქვს სურვილი უფრო ცნობადი გახდეს ჩემი სამკაულები და უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ❤️