კვირა, დეკემბერი 8, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგისამი რამ, რაც დღეს “ომიკრონზე” ვიცით – “ტესტებზეც გეტყვით სიმართლეს” – გიორგი...

სამი რამ, რაც დღეს “ომიკრონზე” ვიცით – “ტესტებზეც გეტყვით სიმართლეს” – გიორგი ფხაკაძე

12/08/2021

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე


– ამ ეტაპზე რა ვიცით ახალ შტამზე, ომიკრონზე? რამდენად საშიშია ის და შეძლებს, თუ არა, მასთან გამკლავებას ის ვაქცინები, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს?


– ომიკრონზე, ამ ეტაპისთვის ძალიან მწირი ინფორმაციაა და მეტი გვეცოდინება დაახლოებით 2 კვირაში. უამრავი მეცნიერი და ლაბორატორია ატარებს კვლევებს. ზოგი ამბობს, რომ ძალიან გადამდებია, ზოგი თვლის, რომ არც ისე გადამდებია, ზოგი ამბობს, რომ ძალიან სასიკვდილოა, ზოგი კი წერს, რომ შესაძლოა, არც ისე სასიკვდილო იყოს.


და მაინც, რა ვიცით დღეს ომიკრონზე?


ერთი – ვიცით, რომ ზეგადამდებია,10-ჯერ მეტად გადამდები, ვიდრე დელტა შტამი, თუმცა, გავიმეორებ, მეტი ინფორმაცია გვექნება დაახლოებით 2 კვირაში.


მეორე – რამდენიმე მეცნიერი ამბობს, რომ მუტაციის შედეგად და დაახლოებით 50 პროცენტით მეტი მუტაცია აქვს გავლილი ამ შტამს, შესაძლებელია, მან გვერდი აუაროს ჩვენ იმუნურ სისტემას. რას ნიშნავს იმუნურ სისტემას გვერდი აუაროს, ავხსნი – როცა უცხო სხეული შედის ორგანიზმში, იმუნური სისტემა იწყებს მასთან ბრძოლას, ამ შემთხვევაში კი, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მუტაციის შედეგად ვირუსმა ისწავლა, როგორ მოატყუოს იმუნური სისტემა და ის ვეღარ აღიქვამს მას უცხო სხეულად. აქვე, გავიმეორემ, რომ არც ეს არის ჯერ დადასტურებული და ამ საკითხზეც, დაახლოებით 2 კვირის მერე გვექნება სრული პასუხი.


მესამე – რაც შეეხება ვაქცინებს – აქაც ზუსტი პასუხი გვექნება მოგვიანებით, მაგრამ სავარაუდოდ, დაბალეფექტური ვაქცინები არაეფექტური იქნება ამ ახალ შტამთან, მაღალლეფექტური ვაქცინების ეფექტიანობაც შეიძლება ოდნავ დაიწიოს ქვევით, მაგრამ ისინი, ვგულისხმობ ფაიზერს და მოდერნას, დარჩებიან გამოყენებაში. როცა პირველი აფრიკული შტამი გაჩნდა, მოგეხსენებათ, ასტრაზენეკა არ აღმოჩნდა მასთან ეფექტური, თუმცა, ის შტამი მაშინ აფრიკას არ გასცდენია, ამჯერად კი, ომიკრონი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაშია აღმოჩენილი.

მეცნიერებთან საუბარის შემდეგ, ვარაუდონ, რომ ომიკრონი 3-4 თვეა უკვე ცირკულირებს, თორემ, ასე სწრაფად შეუძლებელი იყო მისი გავრცელება ამდენ ქვეყანაში. შესაძლებელია, საქართველოშიც იყოს უკვე ომიკრონი, მაგრამ ვინ დაადგენს? მეცნიერება არ არსებობს საქართველოში, საქმის გაკეთება არავის უნდა, ამდენი ხნის განმავლობაში ხარისხიან, სამედიცინო პირბადეზე ვერ იქნა აქცენტი გაკეთებული, მხოლოდ ფხაკაძე საუბარობს ამაზე.

– გამყრელიძე დაგვპირდა, მალე შემოვიტანთ ქვეყანაში პისიარ ტესტებს, რომლებიც დაადგენენ ომიკრონის შტამს, მანამდე კი, ყველა ლაბორატორია გავაფრთხილე, ომიკრონის სავარაუდო სიმპტომებზე და როგორც კი ეჭვს შეიტანენს, ანალიზის ნიმუშებს ლუგარის ლაბორატორიაში გადავაგზავნით და გენეტიკური სეკვენირების გზით დავადგენთ, არის, თუ არა ომიკრონის შტამიო. რამდენად რეალური გეჩვენებათ ეს და უკვე ვიცით ომიკრონის სიმპტომები?


– სიმპტომებზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არის გავრცელებული. ერთადერთი რაც ვიცით, არის ის, რომ მეტწილად ის მეტად გავრცელდა 40 წლამდე ასაკის ადამიანებში და დაერია ბავშვებს – თუმცა, რატომ ბავშვებს, არც ეს ვიცით. ფაქტია, პედიატრიული განყოფილებებია გადავსებული. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ მას შეიძლება იგივე სიმპტომები ჰქონდეს, რაც დელტა შტამს, თუმცა, ომიკრონის სიმპტომებზე ჯერჯერობით, რაიმე ზუსტი მონაცემი არ გვაქვს. რაც შეეხება გენეტიკური სეკვენირებით ძებნას ამ ვირუსის საქართველოში – ეს არის ზღაპარი, თივაში ნემსის ძებნას ჰგვას და გეტყვით რატომ. დიდ ბრიტანეთში პისიარის ყოველი მეათე დადებითი ტესტის შემოწმება ხდება და საქართველოში კი ამ კვლევას ალაგ-ალაგ აკეთებენ.


ვინ გადააგზავნის ამ ნიმუშს? ანტივაქსერი ექიმი, რომელიც ყალბ სერტიფიკატებს არიგებს მოქალაქეებზე? სიმართლე ვთქვათ, რატომ ვიტყუებთ თავს? რა საჭიროა გალამაზება? ელემენტარულად, ჯანდაცვის ელექტრონული, ერთიანი სისტემა ვერ შექმნეს. აბრახუნებენ რაღაცა სიტყვებს და რეალურად, აფრიკის ჯანდაცვის სისტემაც არ ჩამოგვრჩება. გაწყობილია საავადმყოფოები მარმარილოებით და უდგათ როიალები, მაგრამ არ არსებობს ექიმების და ექთნების უწყვეტი გადამზადება და განათლება!


შეკითხვა მაქვს, ხომ ვაკრიტიკებთ ხოლმე აფრიკის ჯანდაცვის სისტემას? არადა, მათ სეკვენირების საფუძველეზე აღმოაჩინეს ეს ახალი შტამი ლაბორატორიებში, დაიწყეს კვლევები და საქართველოში რა გვაქვს? რა აღმოვაჩინეთ? რისი კვლევა ჩავატარეთ? საქართველოში გვაქვს ბიზნესლაბორატორიები, ერთ ლაბორატორაში ერთ პასუხს იღებ, მეორეში – მეორეს. სად არის მეცნიერთა აკადემია? „ალიასთან” ამაზე ადრეც მქონია საბარია, ამ პანდემიის დროს, უმნიშვნელოვანესი იქნებოდა მათი როლი, სად არის? თუ მხოლოდ სიჩუმეა, მაშინ, გამოდის, ან უნდა დაიხუროს მეცნიერთა აკადემია ან მისი რეორგანიზებაა საჭირო.

ლამის ყველა პოლიტიკოსი ერთ დღეს ანტივაქსერი გახდა – რადგან პოლიტიკოსებმა დაიწყეს უკვე ანტივაქსერთა ხმებზე ნადირობა და არ ვგულისხმობ რომელიმე ერთ პარტიას…

მეცნიერებათა აკადემია რომ მუშაობდეს და დამოუკიდებელ მეცნიერთა აზრი არსებობდეს ქვეყანაში, ასე პოლიტიკურად არ იქნებოდა მართული პანდემია. ვუსმენ ოპოზიციის ერთ წარმომადგენელს, რომელიც ექიმია და ამბობს, სავალდებულო აცრა მხოლოდ სამედიცინო სფეროში და პედაგოგებისთვისაა ჩემთვის მისაღებიო. გამიკვირდა, ძალიან გამიკვირდა მისგან, რამ შეცვალა, საღი აზრის მატარებელი ადამიანი იყო. პოლიტიკოსები არიან რეიტინგების და ლაიქების მონები, დამისახელეთ, პოლიტიკური პარტია, რომელიც არ არის ასეთი და მე გავხდები იმ პარტიის წევრი.


მე ახლა ვარ ჟენევაში, იცით, რომ გაერო სააგენტოებს კეტავს და გადაჰყავს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე? იცით, რომ გერმანია ფიქრობს სავალდებულო ვაქცინაციაზე და ლოქდაუნზე? საქართველო მოუმზადებელი ხვდება ახალ შტამს, ქვეყანაში ჩავარდა ვაქცინაციის პროგრამა. ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ მომზადებული ვაქცინაციის გეგმა იყო მხოლოდ სადღეგრძელო და ის აუცილებლად ჩავარდებოდა?


პირველი ვიყავი, რომელმაც საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა გავაკრიტიკე და მლანძღავდნენ, წინასწარმეტყველი ხომ არა ხარო, არა, წინასწარმეტყველი არა ვარ, წიგნები მაქვს წაკითხული, ცოდნა და გამოცდილება მაქვს. ქვეყანაში გვაქვს ვაქცინაცია და არ გვყავს აცრილი მოსახლეობა, აფრიკას როგორ შევადარო, იქ ფიზიკურად არ არის ვაქცინა და იხვეწებიან, ვაქცინა მოგვეცითო. მე არ ვიცი, რა ქვია საქართველოში არსებულ მდგომარებას.


ეს არც აფრიკაა და არც ევროპა. ასტრაზენეკას შეჩერებაზე ჯერ კიდევ როდის ვისაუბრე და დროულად რომ დაეჯერებიათ და შეეჩერებიათ ამ ვაქცინით აცრა, არ შეიძლებოდა?


ახლა კიდევ ვიმეორებ, უნდა ამოვიღოთ ყველა დაბალეფექტური ვაქცინა და მხოლოდ ფაიზერით და მოდერნათი ავცრათ მოსახლეობა, მაგრამ მოდერნას შემოტანაზე ვინმე ფიქრობს საერთოდ? მოლაპარაკებებიც კი არ დაუწყიათ მოდერნასთან. ტესტებზე მკითხეთ კიდევ – ამაზეც ვიტყვი სიმართლეს, ანტიგენ ტესტის ცდომილება 50 პროცენტია, პისიარ ტესტის კი 60 პროცენტი. ანუ, პისიარ ტესტის 40 პროცენტმა შეიძლება არასწორი პასუხი მოგცეს.


– ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა, მან თქვა, რომ გაიკეთა პირველი დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა. შემდეგ შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემებიო, პრაქტიკულად თქვა, ამ ვაქცინის ბრალი იყოო.


მერე თქვა, მას შემდეგ, კონსულტაციებს გავდივარ, მეორე დოზა ფაიზერის ვაქცინა გამეკეთებინა, თუ არა და დღეს მივიღე პასუხი, რომ შემიძლია მეორე დოზა ფაიზერის ვაქცინა გავიკეთოო და უამრავი ადამიანი აიცრა ასტრაზენეკას ვაქცინით. მათთვის რომ ასტრაზენეკით აცრის შემდეგ, ფაიზერით აცრა შესაძლებელი იყო, ჯანდაცვის მინისტრმა ახლა გაიგო?


ვერ გავაკეთებდი ღიად განცხადებას, პანიკას გამოიწვევდაო… რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სხვა ადამიანებსაც შეექმნა ჯანმრთლების პრობლემები ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ? მათ ვინ უმკურნალებს და ვინ აუნაზღაურებს ზიანს? მათი გაფრთხილება არ იყო საჭირო?


-კომენტარს ვერ გავაკეთებ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე, ის არის პოლიტიკოსი და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. ქალბატონი მინისტრის პოზიცია არის პოლიტიკური. ასტრაზენეკაზე როდიდან ვსაუბრობდი და რას ვამბობდი, გახსოვთ…


ჩემი პოზიცია უცვლელია, ქვეყანა სრულად უნდა გადავიდეს ფაიზერის და მოდერნას გამოყენებაზე. ეს ორი ალტერნატივა შეიძლება გვქონდეს მხოლოდ. ყველა ადამიანმა, მიუხედავად იმისა, რომელი ვაქცინით არის აცრილი, სამი თვის მერე უნდა გაიკეთოს ბუსტერ დოზა ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინით, როგორც ამას დიდი ბრიტანეთი აკეთებს. უნდა დამთავრდეს სპეკულაციები.


დღეს უკვე თვეებს და დღეებს კი არა, წუთებს აქვს მნიშვნელობა, ყოველ წუთას შეიძლება შეიცვალოს მდგომარეობა და შესაბამისად რეკომენდაცია. ახლა გადარჩება ის, ვინც სწორ გადაწყვეტილებებს სწრაფად მიიღებს. როდის დავიწყე მე სამედიცინო პირბადეზე საუბარი, როდის ვთქვი პირველად, რომ მხოლოდ სამედიცინო პირბადე გვიცავს და საქართველომ კი არა, ევროპამაც კი, ჩემი განცხადებებიდან 4 თვის მერე დაიწყო სამედიცინო პირბადებზე საუბარი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/sami-ram-rats-dghes-omikronze-vitsith-testebzets-getqhvith-simarthles-giorgi-phkhakadze/


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

დეკემბერი 5, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

7 დეკემბერი 2024
სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

დეკემბერი 7, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 7, 2024
საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დეკემბერი 7, 2024
ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

7 დეკემბერი 2024
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

დეკემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები