პარასკევი, ნოემბერი 8, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიავეჯი/დეკორაციასაკუთარი ხელით განხორციელებული რემონტი და ინტერიერის დიზაინი – დაჩი აბსანძის გამოცდილება

საკუთარი ხელით განხორციელებული რემონტი და ინტერიერის დიზაინი – დაჩი აბსანძის გამოცდილება

რემონტის საკუთარი ხელით გაკეთება და ინტერიერის დიზაინის შექმნა პროფესიონალის დახმარების გარეშე ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. რენოვაციის გამოცდილების მქონე ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გირჩევთ, რომ აიყვანოთ ხელოსნები და დიზაინერები, რომლებიც თქვენი ბინის კეთილმოწყობაში დაგეხმარებიან, თუმცა არსებობენ ისეთი ენთუზიასტები, რომლებიც ამ პროცესს თავად, ყოველგვარი დახმარების გარეშე უძღვებიან. სწორედ ასეთია დაჩი აბსანძე, რომელმაც თავისი ბინის ინტერიერის ყოველი დეტალი, რემონტის ჩათვლით, თავად შექმნა. homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს მასთან:

-გვიამბეთ იმ პირველ ნაბიჯებზე, რომლებიც ბინის რენოვაციისას გადადგით – საიდან დაიწყო ყველაფერი?

– მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ ახალ სახლში გადასვლა, მაშინვე დავიწყე მასალების მოძიება და შეძენა, რადგან ჩაფიქრებული მქონდა, რომ ინტერიერის დიზაინი მეორადი მასალებით შემესრულებინა. ასეთი მასალებია ინდუსტრიული შუშის ბლოკი, ნაშალი აგური და ხის მასალები, რომელთა მოძიებას დრო სჭირდებოდა. ამის შემდეგ  უშუალოდ სარემონტო სამუშაოებზე გადავედი.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ თავად განახორციელეთ სარემონტო სამუშაოები საკუთარ ბინაში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? 

– იქიდან გამომდინარე, რომ ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების, განწყობებისა და წარმოდგენების გაზიარება ხელოსნებისთვის არც თუ ისე მარტივია და რიგ შემთხვევებში, ხელოსნებისგან იმედგაცრუებულიც დავრჩენილვარ, გადავწყვიტე, მათთვის თანხის გადახდის ნაცვლად ამ ღირებულების შესაბამისი პროფესიონალური ინსტრუმენტები შემეძინა და ყველაფერი საკუთარი ხელით, დამოუკიდებლად მეკეთებინა. ამავდროულად, არც დიზაინერის დაქირავებაა იაფი სიამოვნება. მითუმეტეს, ამ საქმეში საკუთარი უნარ-ჩვევები და ზოგადი გამოცდილებაც მიწყობდა ხელს. სარემონტო სამუშაოების პერიოდში ბევრ ისეთ საქმეს წავაწყდი, რისი ცოდნაც არ მქონდა, თუმცა არც ეს გამხდარა პრობლემა და კონკრეტული საკითხების თაობაზე საჭირო ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვიძიებდი.

– თქვენ არ გაქვთ პროფესიონალური განათლება ინტერიერის დიზაინის კუთხით. როგორ მიიღეთ ცოდნა და ინფორმაცია ამ დარგში, რომელიც თქვენი ბინის საკუთარი ხელით განახლებისას ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა?

-დიახ, პროფესიონალური განათლება არ მაქვს ამ სფეროში, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა  და არაფორმალური გზებით (ინტერნეტის საშუალებით) ვცდილობდი ინფორმაციის მოძიებას. გარდა ამისა, პროფესიით კერამიკოსი გახლავართ (ასევე, არაფორმალურად მიღებული განათლებით) და ამ სფეროში მუშაობისას ძალაუნებურად ბევრ სხვა ხელსაქმესაც სწავლობ, როგორებიცაა, მაგალითად, ელექტრო სისტემები, ხესთან/ქვასთან მუშაობა და ა.შ. ასევე, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უკვე გამომუშავებული მქონდა ის სხვა უნარ-ჩვევები, რომლებიც დიზაინის შექმნაში დამეხმარა, მაგალითად, ფერთა პალიტრის აღქმა/შეხამება, კომპოზიციის განაწილება, ხელოვნური განათების სწორად დაგეგმვა და განაწილება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინში. აქედან გამომდინარე, რენოვაცია საერთოდ არ გამჭირვებია.

-გვიამბეთ თქვენს სახლზე. როგორი იყო ის განახლებამდე, რა მთავარ გამოწვევებს წააწყდით მისი რენოვაციისას?

– სახლი შავი კარკასის მდგომარეობაში შევიძინე. შემდგომ მასში არსებული ყველა კედელი მოვხსენი, რადგან პირვანდელი განლაგებით ოთახები ძალიან ჩაბნელებული იყო.

ბინას მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს, ამიტომ ნახაზის შედგენისას ოთახების წყობა დავგეგმე ისე, რომ ერთი ფანჯრიდან შემოსული ბუნებრივი განათება მთელ სახლში განაწილებულიყო. ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დავდექი. პირველი იყო არასაკმარისი განათება, რაც შემდეგნაირად გადავწყვიტე – საძინებელსა და ძირითად ოთახს შორის შუშის ტიხარი გავაკეთე, რადგან მხოლოდ საძინებელში მაქვს ფანჯარა, ძირითად ოთახში კი ბეტონის ერთი კედელი მთლიანად შუქამრეკლი მეტალის ეფექტის საღებავით შევღებე, რათა შემოსული განათება ოთახში გადანაწილებულიყო. მეორე გამოწვევა ფართის სიმცირეს უკავშირდებოდა, რომელთან გასამკლავებლადაც ტიხრებად გამოვიყენე რიგ შემთხვევაში კარადები სათავსოებისთვის და რიგ შემთხვევაში თაროები წიგნებისთვის…

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

ბუდაპეშტის 7 ყველაზე ისტორიული ყავის სახლი და კაფე

5 November, 2024
პაციენტის უფლებები – საინფორმაციო ბუკლეტი

პაციენტის უფლებები – საინფორმაციო ბუკლეტი

ნოემბერი 7, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

7 ნოემბერი 2024
ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ჩაშენებული მაცივრის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ნოემბერი 7, 2024
მანდარინის სასარგებლო თვისებები – არა მარტო გემრიელი ციტრუსია, არამედ ძალიან სასარგებლოც და არაერთი დაავადების

მანდარინის სასარგებლო თვისებები – არა მარტო გემრიელი ციტრუსია, არამედ ძალიან სასარგებლოც და არაერთი დაავადების

ნოემბერი 7, 2024
როგორ დაიკლო ნინო ჩხეიძემ ერთ თვეში 6 კილოგრამი: „წლების წინ გავიკეთე ტუჩი და ვნანობ, მოვხვდი არაპროფესიონალთან და მას ვენდე…“

როგორ დაიკლო ნინო ჩხეიძემ ერთ თვეში 6 კილოგრამი: „წლების წინ გავიკეთე ტუჩი და ვნანობ, მოვხვდი არაპროფესიონალთან და მას ვენდე…“

7 ნოემბერი 2024
თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება

თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, “ერეკლეობა”, იგივე თელავქალაქობა აღინიშნება

ნოემბერი 7, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

კილიან მერფის კარიერა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ოქტომბერი 31, 2024
წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

წესები, რომლებიც უცხო ქვეყანაში უნდა გავითვალისწინოთ

7 ნოემბერი 2024
ლიბრეს ერთკვირიანი აქცია – სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

ლიბრეს ერთკვირიანი აქცია – სპეციალური შეთავაზება მომხმარებლებს

ნოემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები