ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიქარსაცავი ზოლის ძირითადი დანიშნულება მიკროკლიმატის გაუმჯობესებაში

ქარსაცავი ზოლის ძირითადი დანიშნულება მიკროკლიმატის გაუმჯობესებაში

მედიაჰოლდინგ 《შენი პულსის》 მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვაა, რომლის შემადგენელიც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოა. ამ კონტექსტში გაგაცნობთ ქარსაცავი ხეების სანერგე ორგანიზაციას:

“ქარისმიერი ეროზია ყველა კულტურას თანაბრად აზიანებს. ამიტომ ქარსაცავ ზოლს აქვს 2 ძირითადი დანიშნულება: პირველია, ეკონომიკური რაც გულისხმობს იმას, რომ კარგად ორგანიზებული ქარსაცავი ზოლი ფერმერს, ნიადაგზე ზრუნვის ხარჯებს დაუზოგავს და გაუზრდის მოსავალს.

გარემოს დაცვითი კომპონენტი კი მდგომარეობს ნიადაგზე ზრუნვასა და მიკროკლიმატის გაუმჯობესებაში. ასევე ამ მიმართულებით აქტიურია ატმოსფერული ემისიების შემცირება, რადგანაც ალვის ხეები თავის მხრივ გამოირჩევა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარით.

შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ქარსაცავი ზოლების მიმართ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა გააძლიერებს ადგილობრივი ფერმერების ეკონომიკურ მდგომარეობას, გაზრდის წარმოებასა და ექსპორტს, გარდა ამისა, მეტი მწვანე სივრცე დაგვეხმარება ემისიების, კლიმატური ცვლილებით გამოწვეული ეფექტის შემცირებასა და პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

სს „მარანი“ 6-7 წელია, რაც მსხვილი დანიური ინვესტიციით საქართველოში ჰიბრიდული ჯიშის ალვის ხეების პლანტაციების პროექტს ახორციელებს.

კომპანიამ გააფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება იტალიურ სანერგესთან, რომელმაც შექმნა ჰიბრიდული ალვის ხეები, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ხეა და ბევრი დანიშნულებით გამოიყენება.

ალვის ხეების გაშენება წლების უკან დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში დავიწყეთ. დღეისათვის ათვისებული გვაქვს 200 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, რომლის ძირითად ნაწილს ე.წ. ბიომასის პლანტაციები შეადგენს, ხოლო ნაწილი სანერგე მეურნეობას უკავია, სადაც ახალ ნერგებს ვაწარმოებთ. ახალი ნერგების ძირითადი დანიშნულებაა ახალი პლანტაციების განვითარების ხელშეწყობა, ასევე კომერციული დანიშნულებით ფერმერებისთვის და არა მხოლოდ მათთვის ქარსაცავის მოსაწყობად ხეების შეთავაზება.”

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

22 January, 2025
ნერვული სისტემის დაავადებები

ნერვული სისტემის დაავადებები

იანვარი 22, 2025
გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

22 იანვარი 2025
როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

იანვარი 22, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

იანვარი 22, 2025
როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

იანვარი 22, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები