პატარა სველი წერტილების იდეები ინტერიერის დიზაინში – პატარა სველი წერტილებიც კი შეიძლება სასიამოვნო სივრცედ აქციოთ. არ გჭირდებათ დიდი ფართი შესანიშნავი აბაზანის შესაქმნელად; უბრალოდ, გჭირდებათ კარგი პროდუქტები და უამრავი კრეატიული იდეა პატარა აბაზანებისთვის.სწორ გადაწყვეტილებებს შეუძლია საშუალო და პატარა სველი წერტილები უფრო დიდად წარმოაჩინოს და ამას რამდენიმე ჭკვიანი ხრიკით შეძლებთ.
○ პატარა სველი წერტილები არ საჭიროებს დამატებით სტრუქტურას; მას უნდა ჰქონდეს ღია სივრცე, რათა უფრო დიდი გამოჩნდეს.
○ გამოიყენეთ ბუნებრივი მასალები. ხის და ქვის იერი აძლიერებს სიმყუდროვის განცდას პატარა აბაზანაში
○ ღია ფერებს და სარკეებს შეუძლია, პატარა სველი წერტილები უფრო დიდი ჩანდეს.
ნიჟარების მოწესრიგება არის მთავარი პრიორიტეტი პატარა,ვიწრო სველ წერტილებში. სწორედ ამიტომ ნიჟარები შესანახი ადგილით, როგორიცაა სააბაზანო უჯრებიანი კარადა, შეუცვლელი ნივთია პატარა სველი წერტილებისთვის. კედელზე დამონტაჟებული ავეჯი ზოგადად ოდნავ მსუბუქია. ღია თაროები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას დეკორაციისთვის, მას შეუძლია პატარა ოთახს სახლის ელფერი მისცეს…
პატარა აბაზანაში შხაპი კედლით ხელს უწყობს დამამშვიდებელი ეფექტის შექმნას და ოთახის ბუნებრივ გაგრძელებას ჰგავს… . იატაკისა და საშხაპის ფერების კოორდინაცია იძლევა მაქსიმალურ სივრცის განცდას. იმინი აბაზანაში გამოიყეეთ მუქი იატაკი. ეს ოთახს კიდევ უფრო მეტ სიგანეს ანიჭებს და პატარა აბაზანას უფრო დიდს გახდის. წყარო
#sheniinterieri #gochadze #drpkhakadze #sheniambebi
მასალის გამოყენების პირობები