კვირა, დეკემბერი 8, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგირატომ ითვლება მინიმალისტური დიზაინი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ტრენდულ სტილად

რატომ ითვლება მინიმალისტური დიზაინი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ტრენდულ სტილად

ლაკონურობა, სიმარტივე, ფუნქციურობა, მონოქრომული ფერები  – ეს მინიმალისტური დიზაინის დამახასიათებელი თვისებებია. მინიმალიზმი თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილია და ის უკვე ყველა სფეროში გვხვდება, იქნება ეს ინტერიერი, მოდა და თუ პოეზია. ჩვენი თემა კი შეეხება იმას, თუ როგორ მიაღწიოთ მინიმალიზმს თქვენი ბინის ინტერიერის დიზაინში. თუ რატომ თვლიან მინიმალიზმს ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ტრენდულ სტილად, ამის პასუხი მის სიმარტივესა და სიმეტრიულობაში უნდა ვეძებოთ. ამ ორ მახასიათებელზე ჩვენი გონება პოზიტიურად რეაგირებს. ფუნქციურობა კიდევ ერთ-ერთ ფაქტორია, რაც მინიმალიზმს ახასიათებს: ყველა ნივთსა და დეკორატიულ ელემენტს თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს, შესაბამისად, დიდი, თავისუფალი სივრცე რჩება და ბინა ზედმეტი ნივთებით გადატვირთული არ არის. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალიზმი ბედნიერებას განაპირობებს.

მინიმალისტურ დიზაინში კედლები ბათქაშით, საღებავით, განიერი პრიალა ფილებით ან შპალერით არის დაფარული. თავად კედლის მასალა კი შეიძლება იყოს მინა, ბუნებრივი ქვა ან ბეტონი. ჭერი საერთო ინტერიერის დიზაინის წყობას არ უნდა არღვევდეს. ამიტომ ის უმჯობესია ღია, ნათელ ფერად შეღებოთ და ზედმეტად არ გადატვირთოთ. ინტერიერში მინიმალიზმის ლაკონურობას ყველაზე კარგად იატაკი ასახავს: ლამინატი, პარკეტი, ხალიჩა, რამდენიმე დონიანი იატაკი თუ კერამიკული გრანიტის ფილები – ეს მასალები მინიმალისტურ დიზაინში აქტიურად გამოიყენება.

ინტერიერის ამ სტილზე გარკვეული სტერეოტიპებიც არსებობს. მონოქრომული ფერების გამო ბევრი ფიქრობს, რომ ოთახში ერთფეროვანი გარემო იქმნება. ერთი მხრივ, ეს მოსაზრება მართალია, რადგან მინიმალისტური დიზაინი ორ ძირითად ფერს მოიცავს – თეთრი და შავი. ინტერიერში არტული დეკორი და ორნამენტები არ გამოიყენება. მინიმალისტური სტილი ტექსტილის განხრითაც შეზღუდულია, მაგალითად, ფარდებს ჟალუზებით ანაცვლებენ ხოლმე. მაშინ რა ქმნის ამ დიზაინს ასე გამორჩეულს? მრავალფეროვნება პასტელურ ფერებსა და ხალიჩებს შემოაქვთ. ინტერიერის დიზაინში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი, მკვეთრი ფერები. აირჩიეთ ისეთი ტონები, როგორებიცაა, კრემისფერი, მონაცრისფრო-ყვითელი და მეწამულისფერიც კი.

რაც შეეხება ავეჯს, მინიმალისტური ავეჯი მულტიფუნქციურობას მოისაზრებს. ამ სტილის ინტერიერში მთავარი ხომ თავისუფალი სივრცის ქონაა. მისაღებ ოთახში წამყვანი ატრიბუტი დივანი და ყავის მაგიდაა. სათავსოდ კი ისეთი მოდულური კედლები გამოიყენება, რომლებიც დაფარულ უჯრებს მოიცავს. საძინებელ ოთახში მინიმალისტური დიზაინის შექმნისას სიმარტივე ყველაზე მთავარი პირობაა. ავეჯი გეომეტრიული ფორმების უნდა იყოს და ძალიან ცოტა დეკორატიულ ორნამენტს მოიცავდეს. საძინებლის ავეჯი დაფარული სათავსოებით უნდა იყოს აღჭურვილი: ჩაშენებული კარადები და სათავსოიანი საწოლები საუკეთესო ვარიანტია. სამზარეულოში მაგიდა მართკუთხა ან წრიული ფორმის უნდა იყოს. შეარჩიეთ ავეჯი, რომელიც დამზადებულია ხისგან, მეტალისგან ან ქვისგან. მინიმალისტურ სააბაზანო ოთახში ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობა მინიმუმამდე არის დაყვანილი. მარტივი დიზაინი და სუფთა გეომეტრიული ხაზები სააბაზანო ოთახის მინიმალისტური დიზაინის მახასიათებელია.

მცირე ფართის დიზაინის ბინებისთვის ინტერიერის ეს სტილი სივრცის დაზოგვის მხრივ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია…

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

ბავშვის ნერვული სისტემა და დამოუკიდებლობა – სინამდვილეში როგორ ყალიბდება ბავშვში დამოუკიდებლობა

დეკემბერი 5, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

7 დეკემბერი 2024
სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

დეკემბერი 7, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 7, 2024
საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დეკემბერი 7, 2024
ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

7 დეკემბერი 2024
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

დეკემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები