ხუთშაბათი, ნოემბერი 14, 2024
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი"ბავშვობა დიდი არქიტექტორების წიგნებისა და ინტერიერის კატალოგების ფურცვლაში მაქვს გატარებული" - ექსკლუზიური...

“ბავშვობა დიდი არქიტექტორების წიგნებისა და ინტერიერის კატალოგების ფურცვლაში მაქვს გატარებული” – ექსკლუზიური ინტერვიუ KeliStones-თან

sheniinterieri.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მარი დუასთან, რომელსაც მომხმარებელი KeliStones-ის სახელით იცნობს… Keli საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს წავიდა და ულამაზეს სამკაულებს ქმნის ბუნებრივი ქვებისა და მინერალებისგან…

საინტერესოა მისი, როგორც ემიგრანტისა და ხელოვანის ისტორია – ერთმა უცნაურმა შეხვედრამ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა…

    აშშ-ში ახლადჩასული მაღაზიაში მუშაობდა, რა დროსაც უცნობმა ქალბატონმა Keli-ს საკუთარი ხელით შექმნილი ყელსაბამი მოუწონა, აჩუქა გარკვეული თანხა და უბიძგა, რომ ამ საქმეს მიჰყოლოდა. რის შემდეგაც საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა და ძმასთან ერთად სამკაულის ონლაინ მაღაზია KeliStones შექმნა. Keli-ს სოციალურ ქსელში პოპულარულ ბლოგთან ერთად აღსანიშნია მის მიერ შექმნილი ელექტრონული ენციკლოპედიაც ბუნებრივი ქვების შესახებ… ახლა კი გაეცანით  საინტერესო ინტერვიუს Keli-სთან:

✨️ – კელი, სოციალურ ქსელში ვინც თვალს გადევნებთ, ყველამ ვიცით, რომ აშშ-ში, ქართველი, საოცარ სამკაულებს ქმნით საკუთარი დიზაინით… სხვა კუთხით გააცანით ჩვენს მკითხველს თავი 💜 მაგალითად, რა არის თქვენი ჰობი; პროფესია; ყოველდღიური რუტინა…?

✨️ – პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ჩემთვის ყველაფერი იწყება მტკიცე რუტინით. დღე მეტ-ნაკლებად წინასწარ უნდა მქონდეს განსაზღვრული, რომ დრო ხელიდან არ გამექცეს. ხშირად მომსვლია ასე, როდესაც არ ვიცი, რა მაქვს გასაკეთებელი, დაგეგმვას იმდენ დროს ვუთმობ, რომ საქმეს ვეღარ ვუვლი… როცა გარკვეული რეჟიმი მაქვს, საყვარელი საქმიანობებისთვის დროის გამოყოფა აღარ მიჭირს, მაგალითად, ამჟამად აქტიურად ვცდილობ, ბინა ჩემი ნახატებით და სხვადასხვა დეკორაციით მოვრთო. ჩემთვის ხატვა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თან სახლში სიფერადე და თავისებური ხასიათი შემოაქვს.

✨️ – ჩვენი მედიაჰოლდინგი 10 მიმართულებით წერს, მათშორისაა sheniinterieri.ge, shenisupra.ge, sheniemigranti.ge, shenisilamaze.ge და ა.შ. აბსოლუტურად ყველა ვებგვერდის მთავარი მიზანი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაა. თქვენ კი ნატურალური ქვებით საოცარ ნამუშევრებს ქმნით. აგვიხსენით, რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ბუნებრივ, ნატურალურ ქვას?

✨️ – სხვათაშორის ძალიან ხშირად მეკითხებიან ამას და არც მიკვირს ეს ფაქტი, მაგრამ ჩემი ამ სფეროსთან შეხება სულ სხვა კუთხით დაიწყო და გრძელდება. წლების წინ, როდესაც მინერალების გამოძიება დავიწყე, მალევე აღმოვაჩინე, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის დეფიციტი იყო, მაღაზიების უმეტესობაში კი ნატურალურ და ხელოვნურ ქვებს ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ. ზუსტად ამ მიზეზის გამო დავიწყე ქვებზე სწორი და დასაბუთებული ინფორმაციის ძიება, რამაც მიმიყვანა ანტიკურ ცივილიზაციებამდე. აქ გავეცანი ცნობებს, თუ რა დატვირთვას აძლევდნენ სხვადასხვა დროის ხალხები ქვებსა და მათგან დამზადებულ ნივთებს. ჩემი ქვებისადმი ინტერესი უფრო ისტორიითა და დიზაინით შემოიფარგლება.

✨️ – როგორც ვიცი, ნატურალური ქვების ენციკლოპედია შექმენით… რა იყო თქვენთვის ამის ძირითადი მოტივაცია და გყავთ თუ არა აქტიური მკითხველი ამ ნაწილში?

✨️ – ჩემი მთავარი მოტივაცია ქართულენოვანი ინტერნეტსივრცის სწორი ინფორმაციით გამდიდრება იყო. მჯერა, რომ ამ ენციკლოპედიის ინტერნეტში გამოქვეყნებით, ქართველ მკითხველს გაუადვილდება მინერალების სფეროს შესწავლა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. წინა წელს საიტს 450 000 მკითხველი ჰყავდა და მათი რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.

✨️ – მახსოვს თქვენი შთამბეჭდავი ისტორია, თუ რამ გადაგაწყვეტინათ, დაგეწყოთ სამკაულების დიზაინის სფეროში საქმიანობა… ქალბატონის ჟესტმა, რომელმაც თქვენი ყელსაბამი მოიწონა და მიგითითათ, რომ ამ საქმეს გაჰყოლოდით – ურჩიეთ დამწყებ დიზაინერებს… როგორ შეძლონ და საიდან დაიწყონ საკუთარი საყვარელი საქმის პროფესიად ქცევა?

✨️ – ამ ქალბატონთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და უნიკალური გამოცდილება იყო, რადგანაც ამერიკაში ჩამოსვლამდე უკვე წლების განმავლობაში ვმუშაობდი სამკაულის დიზაინზე. ამერიკაში გადმოსვლის პროცესი და აქაურობასთან შეგუება ძალიან სტრესული პერიოდი იყო.

საკუთარ ბიზნესზე და საყვარელ საქმეზე ფიქრის დროც კი არ მრჩებოდა, უბრალოდ, ვცდილობდი მემუშავა და აქაურ სისტემაში ჩავმჯდარიყავი. მალევე მივხვდი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში “გავიჭედე”…  ზუსტად ამ მომენტში გამოჩნდა ეს ქალბატონი და ასეთი პოზიტიური, გამომაფხიზლებელი მუხტი შემოიტანა ჩემს ყოველდღიურობაში – გამახსენა, თუ რა იყო ჩემი აშშ-ში ჩამოსვლის მიზეზი. ალბათ, თვითონაც ვერ ხვდება, თუ რამხელა სიკეთე გამიზიარა თავისი საქციელით, რისიც ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები!

ჩემი აზრით, აუცილებელია ადამიანმა თავის არჩეულ საქმეს სისტემატიურად დაუთმოს დრო, დღეში ერთხელ, 30 წუთით მაინც უნდა დაიხარჯოს არტისტი საყვარელ საქმეზე. ხშირად ხდება, რომ როდესაც დიდ მიზანს დავისახავთ, სწორედ მისი გრანდიოზულობა გვთრგუნავს და მისკენ მიმავალ გზას ვეღარ ვპოულობთ. პირადად მე, არაერთხელ გამომიცდია მსგავსი პრობლემა და მიმაჩნია, რომ პატარ-პატარა ნაბიჯები, მტკიცე რუტინა და მოთმინება წარმატების მთავარი საწინდარია.

✨️- რამდენად ხართ დაინტერესებული ინტერიერის დიზაინით? აქსიომაა, რომ ხელოვან ადამიანებს სახლიც შესაბამისად აქვთ მოწყობილი… ხომ არ გვანახებდით თქვენთვის საყვარელ ადგილს სახლიდან?

✨️ – მთელი ბავშვობა დიდი არქიტექტორების წიგნებისა და ინტერიერის კატალოგების ფურცვლაში მაქვს გატარებული, იმიტომ რომ დედა არქიტექტორია, მამა კი ავეჯის დიზაინერი… ამიტომაც ამ სფეროსთან ყოველთვის მქონდა რაღაც შეხება და თავისი სპეციალური კუნჭული უჭირავს ჩემს გულში. მე ამჟამად უფრო პრაქტიკული დიზაინისკენ მიწევს გადახდა, ნაქირავები ბინის გამო, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ თეთრ კედლებს საკუთარი ნახატებით სიფერადე შევმატო.

✨️ – კულინარია თქვენთვის ჰობია – არაერთი ვიდეო მინახავს თქვენი და ჯანსაღად იკვებებით… ჩვენი ერთ-ერთი პლატფორმის – shenisupra.ge მიზანიც სწორედ ჯანსაღი კვების პროპაგანდაა. გვიამბეთ, რა როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებაში სწორი კვება და რას ურჩევთ სხვებს ამ კუთხით?

✨️ – ბოლო რამდენიმე წელია, კულინარიამ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დაიკავა. სანამ ამერიკაში ჩამოვიდოდი, მაქსიმუმ 2 კერძის მომზადება შემეძლო, დღეს კი უკვე იმდენად მიყვარს მზარეულობა, რომ ექსპერიმენტებსაც აღარ ვერიდები… ჯანსაღი კვების შესახებ თვითგანსწავლა განსაკუთრებით აქტიურად წონის კლების პროცესში დავიწყე, რასაც დაახლოებით 2 წელი დასჭირდა. შეუძლებელია წონის გაკონტროლება, თუ ადამიანს კვების შესახებ სწორი ინფორმაცია არ აქვს. და სწორედ ესაა ჩემი რჩევა, აუცილებელია პროდუქტებში, მათ შემადგენლობაში და მათ ჩვენს ორგანიზმზე გავლენაში გარკვევა.

 

✨️– გაქვთ ინტერნეტმაღაზია და მართავთ სოციალურ ქსელში ბლოგს… რა არის თქვენი მიზანი და სამომავლო გეგმა? ხომ არ აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?…

✨️ – ჩემი საყვარელი ფრაზაა: “ჯერ გადახტი და მერე დაიძახე – “ჰოპ” იმედი მაქვს, არ მიწყენთ, მაგრამ დასახულ გეგმებზე წინასწარ არასდროს ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩემი ბრენდის განვითარება და გაფართოებაა. ჩემს მომხმარებელს კი საინტერესო სიახლეებს ვუმზადებ. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, საქართველოში მეტი დროის გატარებაა.

✨️ – დაბოლოს, გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს, სადაც შეგიძლიათ, ნებისმიერ თემაზე მიმართოთ ჩვენს მკითხველს 🌸

✨️ – ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი საქმიანობით და ყოველდღიური ცხოვრებით ინტერესდება. უდიდეს მოტივაციას მაძლევს მათი მხარდაჭერა, სწორედ ამ ინდივიდებს მინდა ვთხოვო, რომ საკუთარ სანუკვარ სურვილებზე, მიზნებსა და მისწრაფებებზე ხელი არ ჩაიქნიონ. საინტერესო საქმის დაწყებისთვის ცხოვრებაში ყოველთვის არის საკმარისი დრო.

ავტორი: თათია გოჩაძე

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
მიშელშთადი: ფრანკფურტთან მდებარე ულამაზესი ქალაქი

მიშელშთადი: ფრანკფურტთან მდებარე ულამაზესი ქალაქი

13 November, 2024
არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა

ნოემბერი 13, 2024
Helio.AI – წარმატებული ქართული სტარტაპის ისტორია -ექსკლუზიური ინტერვიუ ნინი მოსიაშვილთან

Helio.AI – წარმატებული ქართული სტარტაპის ისტორია -ექსკლუზიური ინტერვიუ ნინი მოსიაშვილთან

13 ნოემბერი 2024
ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი სამუშაო სივრცე: უნიკალური და ფუნქციური გარემო

ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი სამუშაო სივრცე: უნიკალური და ფუნქციური გარემო

ნოემბერი 13, 2024
ცვლილება პირველკლასელებს შეეხებათ! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებს

ცვლილება პირველკლასელებს შეეხებათ! – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებს

ნოემბერი 13, 2024
კაცობრიობა საუკუნის ყველაზე გრძელ მზის სრულ დაბნელებას ელოდება – როდის მოხდება და ვინ დაინახავს მას

კაცობრიობა საუკუნის ყველაზე გრძელ მზის სრულ დაბნელებას ელოდება – როდის მოხდება და ვინ დაინახავს მას

13 ნოემბერი 2024
კიბორჩხალების მიგრაციამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა

კიბორჩხალების მიგრაციამ საავტომობილო მოძრაობა შეაფერხა

ნოემბერი 13, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სურსათის ფასები გლობალურად გაიზარდა

სურსათის ფასები გლობალურად გაიზარდა

ნოემბერი 11, 2024
ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ისტორია მოკლე კაბებიდან ჩადრამდე

ნოემბერი 9, 2024
საზღვარგარეთ ცხოვრება- მთავარი ნაბიჯები და რჩევები ემიგრანტებს

საზღვარგარეთ ცხოვრება- მთავარი ნაბიჯები და რჩევები ემიგრანტებს

13 ნოემბერი 2024
სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნოემბერი 13, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები