ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მომავალ კვირას საქართველოში ჩამოდის და ძველ თბილისში მდებარე მისი რეზიდენციის ეზოს გამწვანებას გეგმავს…
ჯანდაცვის ექსპერტი საინტერესო ინიციატივას სთავაზობს ეზოს/გარე სივრცის დიზაინერებსა და დეკორატორებს – გაამწვანონ ამ ულამაზეს, ისტორიულ, უძველეს ადგილას საკუთარი რეზიდენციის ეზო…
აღნიშნულის განხორციელების შემთხვევაში, გიორგი ფხაკაძის რეზიდენციის ეზოს დეკორაცია/გამწვანების პროცესის ყველა დეტალი გამოქვეყნდება ჩვენი ჰოლდინგის ერთ-ერთ ვებგვერდ sheniinterieri.ge-ზე, რომელიც პოპულარული და რეიტინგულია არაერთ სოციალურ ქსელში…
გიორგი ფხაკაძის სურვილია, მისი რეზიდენციის ეზო მარადმწვანე მცენარეებით გალამაზდეს და დეკორატორებმა გაითვალისწინონ მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ ძველი თბილისის ეს ულამაზესი ადგილი კლდოვან რელიეფზეა და მცენარეების შერჩევაც სპეციფიკურად უნდა მოხდეს…
დაინტერესების შემთხვევაში, სხვა დანარჩენ დეტალს თავად გიორგი ფხაკაძე გაგაცნობთ!