ალბათ ყველა ახალგაზრდას, ვისაც ფილმი „უბის წიგნაკი“ უნახავს, უნატრია, რომ ისეთი ამაღელვებელი სიყვარული, ჰქონოდათ, როგორიც ნოას და ელის აქვთ.
ფილმის ისტორია ნოას ოცნებაზეა, იცხოვროს მის ერთადერთ სიყვარულთან ერთად მათ საოცნებო ადგილას. იგი ამ ოცნებით იმდენადაა შეპყრობილი, რომ მაშინაც კი, როდესაც ყოველგვარი იმედი გადაწურული აქვს, ელის კიდევ ერთხელ ნახვას, მაინც ყიდულობს მათი ახალგაზრდული სიყვარულის საოცნებო სახლს და ისე აკეთებს, როგორც ამას ელის შეპირდა მრავალი წლის წინ.
ფილმში ახალგაზრდა ნოას როლს რაიან გოსლინგი თამაშობს, ხოლო მოხუც ნოას ჯეიმს გარნერი. თუ ახალგაზრდა ნოა ამ სახლში, როგორც მის საკუთრებაში, ცხოვრობს, მოხუც ნოასაც იმავე სახლში ვხვდებით, ოღონდ ეს ადგილი უკვე მოხუცთა თავშესაფარია.
ჩვენ ამ სტატიაში გაჩვენებთ, თუ როგორ გამოიყურება სახლი ახლა, რომელიც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამჟამად იყიდება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ შევძელით, ლეგენდარული ჯეიმს გარნერის შვილს ჯიჯი გარნერს დავკავშირებოდით, რომელმაც ჩვენთან საუბარში მამა ემოციურად გაიხსენა და ასევე გაგვიზიარა თუ რას ფიქრობდა ის ფილმ „უბის წიგნაკზე“.
ჯეიმს გარნერმა გადაღების მთელი დრო სცენარის მიხედვით სწორედ ამ სახლში გაატარა.
ჯეიმს გარნერი და ჯინა როულენდი ფილმიდან უბის წიგნაკი
როგორ გამოიყურება სახლი ფილმში, რომელიც რეალურად თავის დროზე სამხრეთელ პლანტატორებს ეკუთვნოდათ.
სახლი ახლა
ჯიჯი გარნერის კომენტარი ექსკლუზიურად ჩვენი მედიაჰოლდინგისგვის:
„მახსოვს, როგორი აღტაცებული იყო მამა, როცა ფილმის სცენარი წაიკითხა, მან თქვა, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი პროექტი იქნებოდა.“
ორი ნოა: გოსლინგი და გარნერი
ჯიჯის ბოლოს ისიც ვკითხეთ, თუ როგორი იყო მამამისი – ჯეიმს გარნერი სინამდვილეში.
„ძალიან გამიმართლა, რომ ნორმალური ბავშვობა მქონდა. მამა იმდენად უბრალო იყო, პატარაობისას ვერც წარმომედგინა თუ ასეთი ცნობილი მსახიობი იყო. იგი ისეთი ადამიანი იყო, რომელიც თავის პრინციპებს არასდროს ღალატობს, მაგრამ ის არასდროს მაიძულებდა რაიმეს. მამა ყოველთვის იბრძოდა დაჩაგრულებისთვის. მან თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში “გარნერის დოკუმენტები“ აღნიშნა, რომ სურდა, ყოველთვის ღიმილით გაეხსენებინათ და მე გამუდმებით ვიღიმი, როდესაც მასზე ვფიქრობ!“
ჯეიმს და ჯიჯი გარნერები. (ფოტო პირადი ალბომიდან)
ბოლოს კი ოთახი, სადაც ჯეიმს გარნერი და ჯინა როულენდი ულამაზესი ჰანგების თანხმლებით ცეკვავენ. ამ სცენის ნახვისას შეუძლებელია ნამდვილი სიყვარულის არ ირწმუნო.
ავტორი: გიორგი პაპუაშვილი
მასალის გამოყენების პირობები