31/12/2020
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კორონავირუსი 224915-მა ადამიანმა გადაიტანა. ახალი წელი წარმოუდგენელია საახალწლო სუფრისა და სასმელის გარეშე.
როგორ უნდა შევხვდეთ 2021 წელს ისე, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გვირჩევს, რომ ვისაც ინფექცია ახალი გადატანილი აქვს, სასმელის მიღებისგან თავი შეიკავონ.
„მე პირადად კორონავირუსის დამარცხებიდან ერთი თვე მაინც, რაიმე სასმელის მიღებისგან თავს შევიკავებდი, რადგან ალკოგოლში არის ეთანოლი. რაც ტოქსიკური სუბსტანციაა და ორგანიზმისთვის საშიშია.
ალკოგოლს შეუძლია მოახდინოს როგორც ახლოვადიანი, ისე გრძელვადიანი ეფექტი ჩვენს ორგანიზმზე. სამწუხაროდ კვლევები გვაჩვენებს, რომ ცოტა ალკოგოლი არ არსებობს. იმიტომ რომ ცოტა ალკოგოლიც კი სხვადასხვა ადამიანზე ცუდად მოქმედებს. განსაკუთრებით ცუდი კი ის, არის რომ ის ჩვენს იმუნურ სისტემას აქვეითებს, რაც ჩვენს ორგანიზმში ამცირებს ინფექციებთან ბრძოლის უნარს“, – გვითხრა ფხაკაძემ.
ექსპერტის თქმით, ალკოჰოლი იმითაც არის საშიში, რომ ის ჩვენს ჩვევებს ცვლის და შესაძლოა, უსაფრთხოების წესები საერთოდაც დაგვავიწყდეს.
„ალკოჰოლის მიღება ჩვენს ჩვევებს ცვლის. ანუ ნასვამ მდგომარეობაში სწორი შეფასებებისა და გადაწყვეტილებების უნარებს ვკარგავთ. თუ ვიცით, რომ პირბადის ტარება აუცილებელია, მაგრამ ალკოგოლის მიღების შემდეგ ეს გადაწყვეტილება იცვლება და შეიძლება, ყურადღება არ მივაქციოთ და დავუშვათ შეცდომა. ამიტომ საშიშია ბევრი ალკოჰოლის მიღება განსაკუთრებით კოვიდის დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანცია უნდა დავიცვათ და პირბადე სწორად უნდა გამოვიყენოთ“,- ამბობს ფხაკაძე.
ფხაკაძის რეკომენდაციაა, სასმელი არ მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა, მნიშვნელობა არ აქვს, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი.
„ფეხმძიმე ქალებს მე პირადად ვურჩევ რომ სასმელი არ მიიღონ, არ აქვს მნიშვნელობა, კორონა აქვთ თუ არა. მათ სასმელს სატიკად ავუკრძალავდი და ამან შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას ავნოს.
ადამიანებს, რომლებიც ალკოგოლს ჭარბი რაოდენობით დალევენ, აქვთ მაღალი რისკი, რომ დაემართებათ ფილტვების დაავადება. პირველი ორგანო, რომელიც კორონავირუსის გამო ზიანდება, ფილტვებია და ამიტომ დალევით კიდევ ერთ საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ორგანიზმს.
ბოდიში, ძალიან კარგი ამბავი არაა, მაგრამ სინადვილეა.
კორონავირუსი ვინც გადაიტანა ერთი თვე ორგანიზმის რეაბილიტაცია ხდება. ამიტომ ორგანიზმს უნდა მივცეთ იმის საშუალება,რომ ამოისუნთქოს.
არის სიტუაციები, როდესაც ადამიანმა უნდა დალიოს, ჯანდაბას, დალიეთ, მაგრამ 1 ჭიქა კარგი, ნატურალური წითელი ღვინო და მეტი არაფერი“, – ამბობს ფხაკაძე.
ფხაკაძის თქმით, უმჯობესია საახალწლო სუფრაზე მარილიანი და შაქრიანი საკვებისგან თავი მაქსიმალურად შევიკავოთ.
„საახალწლო სუფრაზე შეგვიძლია, ყველაფერი მივირთვათ, მაგრამ ცოტა რაოდენობით. მთავრი პრინციპია, რომ იყოს ნაკლებად მარილიანი. მარილი ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. განსაკუთრებით მათზე, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებთ.
მათ მარილი უნდა ამოიღონ რაციონიდან. მეორე არის შაქარი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ანგრევს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ ორ პროდუქტს კვების რაციონიდან საერთოდ ამოვიღებდი. პირადად მე ჩაის ბოლო შვიდი წელია, უშაქროდ ვსმამ. ადრე შემეძლო, 4-5 კოვზი შაქარი ჩამეყარა ჭიქაში. და კიდევ ერთი რაც ფილტვებს ვნებს, სიგარეტია. 2021 წელი მსოფლიომ უნდა გამოაცხადოს სიგარეტის გარეშე. ყველა უნდა ეცადოს, რომ სიგარეტს თავი დაანებოს“, – ამბობს ექსპერტი.
ფხაკაძე გვირჩევს, ხილი პროდუქტის სახით მივიღოთ და არა წვენის სახით.
„მიიღეთ, ნატურალური ვაშლი, მანდარინი და ფორთოხალი. მე პირადად არ მივირთმევ ფორთოხლის წვენს. ჯობია, ფორთოხალი მიირთვათ. ხილში არსებული ბოჭკოები ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემას ემსახურება. წვენის სახით კი ჩვენ მხოლოდ შაქარს ვიღებთ. ორ ჭიქა წვენს ჩვეულებრივ დალევთ და ორ ჭიქა ფორთოხლის წვენში დაახლოებით ექვსი ცალი ფორთოხალია. ექვს ფორთოხალს რეალურად ხომ ვერ შეჭამ“, – გვირჩევს ექპერტი..
შეკითხვით, როგორ შევხდეთ ახალ წელს, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა ან აქვს, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას მიმართა, რომელსაც კორონავირუსი ჯერ არ დაუმარცხებია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა და ამჟამად, სახლში გადის მკურნალობის კურსს.
გთავაზობთ ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაციებს ახალ წლის შეხვედრასთან დაკავშირებით.
რა პერიოდი უნდა გავიდეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რომ ალკოჰოლური სასმელი მივიღოთ.
ვისაც ახალი გადატანილი აქვს კორონვირუსი, ანუ ვინც ინფექცია, რამდენიმე დღის ან კვირის წინ დაამარცხა, რა თქმა უნდა, ალკოჰოლური სასმელის მიღება ამ ეტაპზე რეკომენდირებული არაა.
როგორი უნდა იყოს კვების რაციონი
საახალწლო სუფრა ძალიან დატვირთულია, ამიტომ ბევრი ნიგვზიანის და მწარე საკვების მიღება, რეკომენდებული არაა. აკრძალული არაფერი არაა, უბრალოდ ზომიერების ფარგლებში უნდა ვიკვებოთ.
ანუ დეგუსტაციის სახით უნდა მივიღოთ საკვები და ქეიფზე უარი უნდა ვთქვათ. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ გარკვეული პრობლემები ორგანიზმში რჩება, ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამ ყველაფრის გამწვავებას.
არის ისეთი პროდუქტი, რაზეც საერთოდ უარი უნდა ვთქვათ.
ძალიან ცხიმიან ღორის ხორცს უნდა მოვერიდოთ, უნდა ვეცადოთ, უფრო მსუბუქი საკვები მივიღოთ. მაგალითად ბოსტნეული და ცილოვანი საკვები, რომლებიც ნაკლებად აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. მაგრამ რადგან ახალი წელია, შეგვიძლია, შედარებით მძიმე საკვებიც მივიღოთ, მაგრამ ჩემი რეკომენდაციაა, ორგანიზმი ძალიან არ გადავტვირთოთ.
და რა თქმა უნდა არ შეიძლება ორგანზმის სასმელით გადატვირთვა, რადგან ინფექციის გადატანის შემდეგ ალკოგოლის მიღება გარკვეული პეროდის შემდეგაც რეკომენდებული არაა. განსაკუთრებით, თუ რაიმე მედიკამენტებს ვიღებთ.
თუ გადავწყვეტთ, რომ მცირე რაოდენობით მივიღოთ ალკოჰოლი, რომელ სასმელზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი.
უკეთესია შავი ღვინო მივიღოთ და ნაკლებად მივიღოთ სპირტიანი სასმელი. არაყს, კონიაკს და სპირტიან სასმელებს ნუ დავლევთ. თუ მაინცდამაინც უნდა მივიღოთ ალკოჰოლი, 50-დან 100 გრამამდე თეთრი ან შავი ღვინო მივიღოთ.
ვისაც კორონავირუსი საშუალო ან მსუბუქი ფორმით აქვთ, მათ რომელიმე საკვები ეკრძალებათ?
თუ რაიმე პრეპარატს იღებენ, კატეგორიულად გამორიცხულია ალკოჰოლის მიღება. თუ მედიკამენტს არ იღებენ, მცირე რაოდენობით შეუძლიათა. პირადად მე ვაპირებ, ერთი ჭიქით გავაცილო ძველი წელი და ახალი წელი მივულოცო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil