ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიავეჯი/დეკორაციარატომ უნდა შევარჩიოთ ეკოსაღებავი ჩვენი სახლისთვის?

რატომ უნდა შევარჩიოთ ეკოსაღებავი ჩვენი სახლისთვის?

როდესაც ფიქრობთ კედლების შეღებვაზე, რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი, მათ შორის საღებავის ტიპი, რომლის გამოყენებასაც აპირებთ, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ მისი გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე, გარემოსა და თქვენი სახლის ჰაერის ხარისხზე.

სწორედ ამიტომ შეიქმნა ეკო საღებავები, რომლებიც გვთავაზობენ ტრადიციული საღებავების იდეალურ, ეკონომიურ ალტერნატივას, რომელიც ეხმარება მათ, ვინც მიდრეკილია ალერგიისკენ და ასევე აუმჯობესებს თქვენი სახლის შიდა ჰაერის საერთო ხარისხს.

ეკოლოგიურად სუფთა საღებავები

ეკოლოგიურად სუფთა საღებავები ბაზარზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და უამრავ სარგებელს სთავაზობს მომხმარებელს, მაცხოვრებელსა და გარემოს.

ისინი მზადდება უფრო ეკოლოგიურად სუფთა გზით, ნაკლები კვამლითა და არასტაბილური ორგანული ნაერთებით, რომლებიც გამოიყოფა წარმოების პროცესში. წარმოების დროს ისინი ასევე ქმნიან ნაკლებ ტოქსიკურ ნარჩენებს.

ეკოსაღებავში ორთქლის ნაკლებობას სარგებელი აქვს გამოყენებისა და გაშრობის ფაზაში. ვინაიდან ეკოლოგიურად სუფთა საღებავი გამოყოფს ნაკლებ ორთქლს, მას აქვს ნაკლები სუნი და ამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკს, როგორიცაა თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და რესპირატორული პრობლემები.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკოსაღებავი ასევე აუმჯობესებს იმ ტერიტორიების ჰაერის ხარისხს, სადაც მას გამოვიყენებთ.

დაბალი VOC საღებავი და ჰაერის ხარისხი


როგორც ტრადიციული საღებავი გაშრობისას ათავისუფლებს აქროლად ორგანულ ნაერთებს (VOCs), რომლებიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის მოკლე და გრძელვადიან პრობლემებთან.

ტრადიციული გაშრობის ფაზის დროს გამოთავისუფლებული ნაერთების სია გრძელია და მოიცავს აცეტონს, ტოლუოლს და ბენზოლს.

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს იწვევს სუნთქვის პრობლემებს, თავბრუსხვევას ან თავის ტკივილს.

როგორ იზომება VOCS

არასტაბილური ორგანული ნაერთები იზომება დამოუკიდებელი მესამე მხარის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც ავსტრალიური საღებავის დამტკიცების სქემა. ის მუდმივ სათვალთვალო ტესტირებას აწარმოებს, რათა დაადასტუროს, რომ პროდუქტები შეესაბამება თუ არა ეროვნულ ან საერთაშორისო სტანდარტებს.

ეკოლოგიურად სუფთა საღებავები, როგორც წესი, არის ძალიან დაბალი VOC-ის შემცველი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიცავს რამდენიმე ან ძალიან ცოტა აქროლად ორგანულ ნაერთს.

ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემო

ეკოლოგიურად სუფთა საღებავები არა მხოლოდ წარმოებისა და გამოყენების ფაზაში გვთავაზობენ უფრო მდგრად ალტერნატივას. საღებავის ერთ-ერთი დიდი გარემოსდაცვითი პრობლემა წარმოიქმნება გაწმენდის დროს, როდესაც ფუნჯები ან ლილვაკები ნადგურდება ან ირეცხება, და საღებავს აქვს პოტენციალი წყალსატევებში და ნაგავსაყრელებში მოხვდეს მისი შემცირებული VOCs და ნაკლებად ტოქსიკური ინგრედიენტების წყალობით, ეკო საღებავი გაცილებით ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის გაწმენდის დროს.

ეკოსაღებავი არის ხარისხიანი, გამძლე ვარიანტი

ეკოსაღებავების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ისინი გამძლე და ხელმისაწვდომია ფერების სრულ სპექტრში. ისინი უკეთესია გარემოსთვის, უკეთესია აპლიკატორისთვის და უკეთესია მაცხოვრებლისთვის.

ისინი ასევე ეფექტური ვარიანტია ნებისმიერი პროექტის სიცოცხლისუნარიანობის, მდგრადობისა და ეკოლოგიურად სუფთა სერთიფიკატების გასაუმჯობესებლად.

 

ავტორი: ანი დავიდიანი

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

22 January, 2025
ნერვული სისტემის დაავადებები

ნერვული სისტემის დაავადებები

იანვარი 22, 2025
გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

22 იანვარი 2025
როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

იანვარი 22, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

იანვარი 21, 2025
როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

იანვარი 22, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები