ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგისაფრანგეთის სიმბოლო, პარიზის ყველაზე მაღალი კონსტრუქცია თუ, უბრალოდ, ზღაპრული კოშკი - ყველაფერი,...

საფრანგეთის სიმბოლო, პარიზის ყველაზე მაღალი კონსტრუქცია თუ, უბრალოდ, ზღაპრული კოშკი – ყველაფერი, რაც ეიფელის შესახებ უნდა იცოდე

ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) — ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

სტრუქტურა შენდებოდა 1887-1889 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.

შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.

თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურული ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.

ჰოლივუდის ერთი ყველაზე დიდი კლიშეა – პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.

თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება…

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
უნიკალური მულტიკულტურული გასართობი მიმართულება დუბაიში: ტოპ ღირსშესანიშნაობა ემირატებში

უნიკალური მულტიკულტურული გასართობი მიმართულება დუბაიში: ტოპ ღირსშესანიშნაობა ემირატებში

23 January, 2025
„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ – ივანე ჩხაიძე

„ეს არის უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ვირუსის დროს უნდა გავითვალისწინოთ“ – ივანე ჩხაიძე

იანვარი 23, 2025
ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

ირლანდიაში შტორმ „ეოინის“ გამო განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული

23 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

თებერვალში შვიდი პლანეტა ერთ მწკრივში განლაგდება – რა არის ცნობილი ამ მოვლენის შესახებ?

იანვარი 23, 2025
7 მოწყობილობა, რომლებიც არასდროს უნდა ჩართოთ გადამყვანზე

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

იანვარი 22, 2025
2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

2025 წლის ზამთრის თმის ფერის ტრენდი

იანვარი 23, 2025
როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

როგორ შევისწავლოთ უცხო ენები: 5 ეფექტური სტრატეგია

23 იანვარი 2025
თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

თბილისში ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება

იანვარი 22, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები