01/04/2021
იქნება თუ არა ქვეყანაში მესამე ლოკდაუნი, მაშინ როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იმატებს.
კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს არ მიგვიღია, ვაქცინაციის ფონზე რამდენად მოსალოდნელია პანდემიის მესამე ტალღა. საკითხზე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“ პროფესორმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა.
„ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი.
როცა შენ გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ შენ უკვე იცი, რომ მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, რომ საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო ორი კვირის უკან.
ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ და რატომ ვიტყუილებთ თავს, მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ და ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.
ზაფხულში ვამბოდი, რომ მეორე ტალღა აუცილებლად იქნებოდა. ამბობდნენ, რომ ხალხს პანიკაში ვაგდებდი. მაგრამ შენ თუ მოემზადები, უფრო შეიარაღებული ხარ და უფრო იოლად გადაიტან ამ პრობლემას. როცა იცი, რომ პრობლემა მოდის და სპეციალურად არ ემზადები ამ პრობლემისთვის, მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში“. – ამბობს ექსპერტი „კვირის თემასთან“ საუბარში.
ექსპერტი საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.
„უკვე დავიღალე სახლმწიფო უწყებების არაპროფესიონალიზმზე საუბრით და კრიტიკით. სულ ვიმეორებ, რომ ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ.
ორი სამი კვირის წინ ვამბობდი, რომ პირველი უნდა აცრილიყო პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. მერე ხომ მაინც აიცრნენ.
ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდნილია. რატომ? უნიათური და არაპროფესიონალური კორუფციული ნაზავია. ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა სახელმწიფომ და დაავადებათა კონტროლის სააგენტომ, რომ ეს პროგრამა ჩავრდნილიყო და ამას ნურავის ნუ აბრალებენ.
სხათა შორის მეც მაბრალებენ, რომ მეც ვარ ანტივაქსერი. კარგით რა, ნამუსიც კარგი საქონელია. ელემენტარულია, რომ საინფორმაციო კამპანია ვერ მოამზადეს და ახლა კიდევ გავიგე, რომ ჩინური ვაქცინა შემოაქვთ. ეს ხომ ახლა კორუფციული ამბავია და ეს ხომ დანაშაულია.
როგორ შეიძლება შემოიტანო ჩინური ვაქცინა. ჩამოაქვთ ვაქცინა, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. თუ ზიმბაბვეში და მოზამბიკაშია დარეგისტრირებულია, კი ბატონო. მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს ვაქცინა არაა დარეგისტრირებული. ჩვენთან რომ ნორმალური ქვეყანა გვქონოდა, ეს ხალხი უკვე ციხეში იქნებოდა, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ“, – აცხადებს ფხაკაძე.
ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ
„საქართველოში უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინები და ის წამლები, რომლებიც იქნებიან რეკომენდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
მე არ ვამბობ, რომ სახელმწიფომ არ უნდა ილაპარაკოს სამომავლოდ კარგ ვაქცინებზე. ჩინურები კი ბატონო, ვიყიდოთ, დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, სანამ არ იქნება აღიარებული. სხვათა შორის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ძალიან საინტერესო მაგალითია. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია. მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი წამალი და ნებისმიერი ვაქცინა უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეგისტრირებული.
მეორე საკითხია, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი. ადამიანს თუ უნდა უნდა, ვაქცინა უნდა გაიკეთოს და თუ არ უნდა, დაძალება ყოველთვის უკუშედეგს გვაძლევს.
საქართველოში კარგად დავინახეთ ამის მაგალითი. რაც უფრო მეტი დაძალება იქნება, მით უფრო უარყოფა იქნება მოქალაქეების მხრიდან. ასევე საჭიროა პროცესის გამჭვირვალობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ნებაყოფლობაზე.
ექვსი თვეა ვამბობ, გააკეთეთ ელექტრონული ბარათები. როცა შენ აკეთებ ახალ ვაქცინას შენ უნდა ვიცოდეთ, რა ალერგიული ფონი აქვს ადამიანს. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ეს ალერგია მაქვს და შემიძლია, გავიკეთო თუ არა ვაქცინაო და ეს არასწორია, როცა ყველა ელოდება ჩემგან კის, ან არას.
ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური, ექიმმა უნდა გააკეთოს შეფასება და რისკებიც უნდა იყოს შეფასებული.
ექიმმა უნდა მისცეს დასკვნა, გაიკეთოს თუ არა ვაქცინა და ეს უნდა იყოს დიალოგი და არა იმის თქმა, გინდა თუ არა გაიკეთეო.
მე ვამბობ, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ გამო უნდა შეჩერებულიყო, როგორც ევროპაში.
სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი.
ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო? საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, რომ 50 – 55 წლის ქვევით არაა სასურველი რომ გამოიყენო „ასტრაზენეკა“, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი.
უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ არის აკრძალული, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? დასვამენ ამ კითხვას და ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“. – ამბობს ფხაკაძე „კვირის თემასთან“ საუბრისას.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil