29/08/2021
ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ანტივაქსერებმა მასიური შტევა დაიწყეს.
“ანტივაქსერების სექტის ოფიციალური “ავტორიტეტი” გავხდი, რა პატივია!
ანტივაქსერების სექტამ, თავისი რუსული (ჩინური არ ვიცი/არა მგონია) დამფინანსებლებით, დაიწყო მასიური შეტევა ჩემ წინააღმდეგ. 6 ამოჭრილი/ძველი ლაივი, კონტექსტიდან ამოვარდნილი ვიდეო დღეს გამომიგზავნეს.
რა ვიცი, დღეს ლუვრში ვიყავი და ნამდვილად სულიერად დავისვენე და, თქვენ, ვინც ხართ ამ ბინძურ საქმეში ჩართული, გისურვებთ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.
სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, აიცერით! ჩუმად, მაგრამ მაინც აიცერით. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ თქვენივე უსაფრთხოებისთვის დროზე უნდა აიცრათ ფაიზერის ვაქცინით და, თუ ხართ საზღვარგარეთ, მოდერნაც კარგია!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
პ.ს: გვეშველება?! იმედი მაინც მაქვს, მაგრამ…..”
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil