კვირა, ივნისი 15, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიგანათლება/ჯანდაცვა/სასწავლო ცენტრი/ტრენინგიალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა FDA-ის სრული ავტორიზაცია მიიღო

ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა FDA-ის სრული ავტორიზაცია მიიღო

6 ივლისს ალცჰაიმერის სამკურნალო წამალმა Leqembi-მ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მარეგულირებელი სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო.

აშშ-ში წამალი ქრონიკული ნეიროდეგენერაციული დაავადების სამკურნალო სქემებსა და სადაზღვევო პაკეტებში ჩაერთვება.

Leqembi პირველი პრეპარატია, რომელმაც მკურნალობის კურსში ჩართვის შემდეგ პაციენტებში დაავადების შედეგად გამოწვეული კოგნიტიური დაქვეითება შეანელა.

წამლის იაპონურმა მწარმოებელმა, Eisai-მ პირობითი თანხმობა FDA-სგან მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგები FDA-მ 1,800 პაციენტისგან შემდგარ კვლევაში დაადასტურა. აღნიშნული წამლით მკურნალობის შედეგად პაციენტებში მეხსიერების დაკარგვის პროცესი დაახლოებით 5 თვით შენელდა.

ამ ეტაპზე მკურნალობის ერთწლიანი კურსისთვის საჭირო მედიკამენტის ღირებულება დაახლოებით $26,500-ია.

ალცჰაიმერის ადრეული ნიშნები იწყება 30-დან 60-მდე წლების შუა პერიოდში.

 ალცჰაიმერი დემენციის ყველაზე გავრცელებული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადება.
READ  შემოიტანეთ ბუნება შინ - უახლესი ტენდენციები, რომლებიც ინტერიერის მოსაწყობად უნდა იცოდეთ
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები